,,არ დავუშვათ... თავნება მეგალომანიაკს მიეცეს საშუალებას ყველა საკუთარი ბოდვა კანონად აქციოს“ - რურუა
სოც.მედია - 12:40, 12 Oct, 2016     4563
,,ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის აუცილებლობას ხედავს ნიკა რურუა, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქის გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

,,ამ დღეებში ისეთი ვნებათაღელვა წარმოიშვა ამ და სხვა ფორმატებშიც, რომ საჭიროდ ჩავთვალე ორიოდ სიტყვით იმის ახსნა, თუ რატომაა აუცილებელი 500.000 ამომრჩევნლის მიერ მონიჭებული მანდატის პატივისცემა, ანუ პარლამენტში შესვლა ენმ-ის სიითი წევრებისა და ასევე რატომაა მეორე ტურებში მონაწილეობა საჭირო.

მოცემულობა ამ მომენტისათვის ასეთია: არჩევნებმა ძალიან სერიოზული დარღვევებით ჩაიარა, სადაც ხელისუფლებამ მთელი სახელმწიფო ბერკეტების, ჩადებით დაპატიმრებების, სუსის, გამგეობების, დაშინების, მოსყიდვის, უკანონო ხმების შექმნისა და სხვაგვარი მაქინაციების საშუალებებით ეს საპარლამენტო არჩევნები საკუთარი თავის სასარგებლოდ მოატრიალა; ამის მიუხედავად, გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი გაყალბების მეთოდი იქნა დახმარი, ჩვენ ხელთ არ გვაქვს (ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის) გაყალბების ყველა სქემების უტყუარი მტკიცებულებები, რასაც მოჰყვა ის, რომ ეს არჩევნები ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ლეგიტიმურად მიიჩნიეს. ასევე, ხალხის უმრავლეს ნაწილსაც არ ემჩნევა ამ არჩევნების რეზულტატების სერიოზულად გაპროტესტების მუხტი და სურვილი. ამავდროულად, ყველასთვის მოულოდნელად, ყველა სხვა პროდასავლურმა ოპოზიციურმა ძალამ ამა თუ იმ ფორმით თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.

ამ ფონზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი ოპოზიციური ძალაა, ვისაც მხრებზე დააწვა ვალდებულება მარტომ იბრძოლოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური კურსისა და თავისუფლების დასაცავად.

ეს ძალიან რთული ამოცანაა. და ამ ამოცანასთან გასამკლავებლად აუცილებელია არა მარტო გამოყენებულ იქნას, არამედ ამოწურულ იყოს ნებისმიერი ლეგიტიმური გზით ბრძოლის ყველა მეთოდი - იქნება ეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ხელისუფლების ოპონირება, თუ მეორე ტურებში თუნდაც ძალიან რთული ბრძოლის წარმოება, ისევე როგორც საპროტესტო აქციები, მედია საშუალებებში მონაწილეობა, სოციალურ ქსელებში აქტივობა და ბევრი სხვა რამ.

დღეს ქვეყანა რეალური საფრთხის ქვეშაა, რომ ივანიშვილის მთავრობა პარლამენტში კონსტიტუციურ უმრავლესობასაც დაეპატრონოს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს, რადგან ის თავნება მეგალომანიაკს მისცემს საშუალებას ყველა საკუთარი ბოდვა კანონად და კონსტიტუცია კი საბოლოოდ კასტრირებულად აქციოს. ამგვარი მცდელობა მან ჯერ კიდევ გუშინ გაასაჯაროვა, როცა საქართველოს პრეზიდენტის არჩევა არა ხალხის, არამედ პარლამენტის პრეროგატივად ისურვა.

ეს და მაგვარი სიგიჟეები სრულიად რეალური გახდება, თუ ივანიშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობასაც მოიპოვებს. ამიტომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ბევრი დისკუსიისა და განსჯის შედეგად მიიღო ერთადერთი ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ბოიკოტი არ გამოუცხადოს თუნდაც ამ ძალიან ცუდად ჩატარებულ არჩევნებს და შევიდეს პარლამენტში, ისევე როგორც მიიღოს მონაწილეობა მაჟორიტარულ მეორე ტურებში. ამავე დროს, სრულიადაც არ გამოირიცხება ბრძოლის ალტერნატიული ხერხები, რომლებიც ზემოთ ვახსენე.

ახლა მთავარია ქვეყნის ნორმალურ მომავალზე მზრუნველი საზოგადოების თითოებული წევრი საერთო და კონკრეტული მიზნის მიღწევაზე კონცენტრირდეს - კერძოდ, იმაზე რომ არ დავუშვათ ივანიშვილისთვის მხრიდან კონსტიტუციური უმრავლესობის ხელში ჩაგდება.

დღეს ინფანტილური, ემოციური, ეგოცენტრული რეაქციები, კინკლაობა და ჩვენი ერთობის დახლეჩვა სწორედ ისაა, რაც ჩვენს არაკეთილმოსურნეს ძალიან უნდა. ამიტომ, გავიხსენოთ რას გვამცნობს ჩვენი სახელმწიფო ღერბის ლოზუნგი, როგორც უმთავრეს პრინციპს ბრძოლაში გამარჯვებისა: ძალა ერთობაშია.

ახლა ცივი გონებით, მსჯელობით, ურთიერთპატივისცემითა და საერთო მიზნისადმი ერთგულებით უნდა შევინარჩუნოთ ეს ერთობა. და ეს ჩვენი და სამშობლოს ინტერესების დაცვის მთავარი გარანტია იქნება.

ვიქნებით ერთიანი? გავიმარჯვებთ.“ -წერს რურუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42