ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას, პარლამენტში არ შევიდეთ და ამით დავთმოთ ჩვენი ბრძოლა - ბაქრაძე
პოლიტიკა - 22:16, 11 Oct, 2016     2688
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო დასრულდა, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ ენმ პარლამენტში შევა და მეორე ტურებშიც მიიღებს მონაწილეობას. დავით ბაქრაძემ გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:

„ამ არჩევნებმა და განსაკუთრებით წინასაარჩევნო გარემომ ჩაიარა ბევრი დარღვევები, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია ჩაეტარებინა ჯანსაღი კამპანია, იყო კორცხელი, იყო დეპუტატის აფეთქება და ბევრი სხვა დარღვევა, რომლის შედეგადაც ბევრ ჩვენს მომხრეს და მეც მათ შორის გაუჩნდა ლეგიტიმური განცდა, რომ ეს არჩევნები და საარცევნო გარემო არ იყო სამართლიანი. მე კარგად მესმის იმ ადამაინების მოტივაცია, ვინც თვლიდა, რომ არ უნდა შევსულიყავით პარლამენტში. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა ერთადერთ პროდასავლურ ძალად და ოპოზიციად პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობა დღეს უნდა ნიშნავდეს უფრო მეტს ვიდრე ერთი კონკრეტული პარტია, ვინაიდან სწორედ ჩვენს პარტიაზე გადის დღეს ბრძოლის ხაზი, ვერ მივცემდით დღევანდელ ხელისუფლებას იმის ფუფუნებას, რომ უარი გვეთქვა პოლიტიკური ბრძოლის იმ არენაზე, როგორიც არის პარლამენტში, მარტო დარჩენენ და თავისი საქმე ჩუმად აკეთონ. ასე უნდა იქცეოდნენ პოლიტიკური პარტიები. ვიღებთ პოლიტიკური თამაშის წესებს. არ გავქვს იმის რესურსი, რომ უარი ვთქვათ საპარლამენტო ტრიბუნაზე, დებატებზე და ამით დავთმოთ ჩვენი ბრძოლა.

ნებისმიერი საპარლამენტო ოპოზიციის ამოცანაა, იყოს დებატებში ხელისუფლებასთან, შექმნას განწყობა საზოგადოებაში და ამ განწყობამ მოიტანოს ცვლილებები. საზოგადოებამ განვლილი წლების მანძილზე იხილა ძალიან ბევრი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით, როდესაც ვსაუბრობთ პარლამენტის მნიშვნელობაზე, პოლიტიკური ბრძოლა იქნება გაშლილი მთელი სრული ფრონტით. პოლიტიკური ბრძოლა არის მრავალმხრივი, გამოვიყენებთ პოლიტიკური ბრძოლის ყველა კანონიერ მეთოდს, რათა დავარწმუნოთ საზოაგდოება იმაში, რომ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია მათთვის უკეთესი მომავლის შექმნა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42