თავდაცვა, უსაფრთხოება და ეკონომიკა - მიხეილ ჯანელიძე და აშშ-ის სენატორს ჯო დონელის შეხვდა
პოლიტიკა - 20:12, 11 Oct, 2016     1562
10 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ქვეყანაში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან ჯო დონელისთან (დემოკრატი - ინდიანას შტატი) და მისი მრჩევლების ჯგუფთან.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობასა და პერსპექტივებზე, მათ შორის, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღინიშნა მიმდინარე წლის 6 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმის განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მინისტრმა სენატორ დონელის მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების თაობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებზე.

თავის მხრივ, სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო კვლავ განაგრძობს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42