სამნიძე: ,,პატრიოტთა ალიანსი“ ,,ქართული ოცნების“ დანამატია და მათი რიტორიკა არის სახიფათო ჩვენი რეგიონისთვის“
პოლიტიკა - 19:57, 11 Oct, 2016     2625

„რესპუბლიკური პარტიის“ რიგებში არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ კომენტარები კეთდება. ხათუნა სამნიძის განცხადებით „რესპუბლიკური პარტია“ მიუხედავად შედეგებისა, განაგრძობს პოლიტიკურ გზაზე სვლას:

„ჩვენ ვაგრძელებთ გზას იმ მიმართულებით, რომელიც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დიდი ხნის წინ აირჩია, ეს არის გრძელი გზა გათავისუფლებისკენ, მრავალეტაპიანი და სახიფათო, რომელსაც ახლავს როგორც წარუმატებლობები, ასევე წარმატებებიც“, - აცხადებს სამნიძე.

იგი ასევე საუბრობს ოთხ წელიწადზე, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო და ხაზს უსვამს იმ კომპრომისებს, რომლებზე წასვლაც მათ მოუწიათ. მისივე თქმით, შესაძლოა სწორედ ეს კომპრომისები არ აპატია „რესპუბლიკელებს“ ამომრჩეველმა:

„ეს ოთხი წელი იყო ძალიან რთული, ბევრი კომპრომისის წელი და შესაძლოა ბევრი ჩვენი ამომრჩეველი გავანაწყენეთ კიდეც და არა ერთხელ გაგვიცხადებია ჩვენ ჩვენი საჯარო განცხადებების დროს. ამ ყველაფერს გავაანალიზებთ, ვიმსჯელებთ და რა თქმა უნდა მოგვიწევს ამ შეცდომების გამოსწორება ამ გაკვეთილის მიღება და იმ ამომრჩეველთან ერთად ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას. დღეს ჩვენ ვართ ვიზალიბერალიზაციის ზღურბლთან, მივუახლოვდით ნატოს, ამ ყველაფერთან მიმართებით, „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს ძალიან დიდი წვლილი და გასაგები იყო ჩვენთვის, რომ რაღაც ტიპის კომპრომისები გამოიწვევდა ჩვენი ამომრჩევლის გაღიზიანებას. სამწუხაროა, რომ დღეს ასეთი შედეგი მივიღეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავმარცხდით, დამარცხება ნიშნავს იმას, რომ წაგებულზე ბრძოლის ველიდან გარბიხარ“, - აღნიშნავს სამნიძე.

სამნიძის განცხადებით, ცესკომ დაკარგა ობიექტური მოთამაშის როლი, რომელი პარტია რამდენ პროცენტს აიღებდა ივანიშვილი წყვეტდა.

ხათუნა სამნიძე „პატრიოტთა ალიანსს“ ფსევდო ოპოზიციურ პარტაის უწოდებს და აცხადებს, რომ მას არანაირი წონა არ ექნება საქართველოს პარლამენტში, რადგან იგი „ქართული ოცნების“ დანამატი იქნება:

„დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე, პარლამენტს ამ ტიპის პარტია ჯერ არ ჰყოლია, რომელიც თავის რიტორიკას სიძულვილის ენაზე ამყარებს. ეს არის ფსევდო ოპოზიცია და ფსევდო პატრიოტული პარტია, რომელიც ამომრჩევლის მანიპულირებას ცდილობს. აჭარაში მათი კამპანიის ძირითადი გზავნილი იყო ანტითურქული, ანტიმაჰმადიანური კამპანია, არა ერთხელ მითქვამს, რომ ეს არის სახიფათო ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის. სამწუხაროა ის, რომ 2012 წელს ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა პროდასავლურ პარტიებზე, 2016 წელს კი მან არჩევანი როგორც ჩანს გააკეთა პატრიოტთა ალიანსზე, ეს ჩანდა მის რიტორიკაშიც. მან მთელი კამპანიის მანძილზე დირექტივები გასცა. ივანიშვილმა ასევე კარგად გამოიყენა სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა, დაეშინებინა ამომრჩეველი. „პატრიოტთა ალიანსი“ გავლენას ვერ მოახდენს პროცესებზე, რადგან ეს იქნება „ქართული ოცნების“ დანამატი“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42