ქალაქ ოზურგეთში ქუჩების მოასფალტების პროცესი აქტიურ რეჟიმში გრძელდება
პოლიტიკა - 19:23, 11 Oct, 2016     1949
წინასაარჩევნო კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ ქალაქ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქალაქის სხვადასხვა უბანში აქტიურად გრძელდება ასფალტის დაგების სამუშაოები.

ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ ღლონტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი მოინახულა. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემა წლების მანძილზე აწუხებდათ. სიტუაცია განსაკუთრებით რთულდებოდა ზამთარში, როცა ღლონტის ქუჩის აღმართზე ავტომობილების მოძრაობა თითქმის შეუძლებელი გახლდათ.

გარდა ღლონტის ქუჩისა, ამჟამად ასფალტის დაგების სამუშაოები ქალაქის არაერთ ქუჩაზე მიმდინარეობს. უკვე დასასრულს უახლოვდება პუშკინისა და წიტაიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესიც.

ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სარეაბილიტაციო პროცესი, ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.

ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე:

‘’ მინდა ოპონენტების ბრალდებების პასუხად ვთქვა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ჩვენს ქალაქში, ფაქტიურად, ყველა ფეხის ნაბიჯზე მიმდინარეობს, არანაირად არ უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას. მოსახლეობამ ისედაც იცის, რომ ქალაქისთვის საჭირო და სასარგებლო პროექტებს ჩვენ ვახორციელებდით წინასაარჩევნო კამპანიამდეც, კამპანიის დროსაც და მისი დასრულების შემდეგაც. მინდა ჩემმა თანაქალაქელებმა იცოდნენ, რომ წინ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს, რომელთა განხორციელება ჩვენს ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება’’

ციცო თავამაიშვილი, ადგილობრივი მცხოვრები:

‘’ ჩვენს ქუჩაზე გავლა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. აქ სიარული გვიჭირდა ყველას, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ამ გზას ყოველდღე გადიან. ძალიან სასიხარულოა და მადლიერები ვართ, რომ გზის პრობლემა ამიერიდან აღარ გვექნება’’





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42