,,შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ... პარლამენტს მიღმა დარჩენის მიზეზი პოლიტიკური ეგოიზმი და კონსოლიდაციაზე უარის თქმაა“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 17:10, 11 Oct, 2016     1480
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა პროდასავლური პარტიების არაკონსოლიდირებული ბროძლის შედეგებზე საუბრობს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მიერ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე საუბრისას, საზოგადოებას ქართული პოლიტიკის ისტორიაში დაჭრილი საპარლამენტო მანდატების შეცდომას ახსენებს.

,,პოლარიზებული საარჩევნო კამპანია და ორპარტიული პარლამენტი (კი ბატონო გნებავთ სამი), მაგრამ ფაქტი ჯიუტია, მივიღეთ არამრავალპარტიული პარლამენტი. რაც ყველაზე ცუდი მოხდა ამ არჩევნებში, ეს გახლავთ დასავლური ტიპის პარტიების პარლამენტს მიღმა დატოვება, რომლის მთავარი მიზეზი პარტიების პოლიტიკური ეგოიზმი და კონსოლიდაციაზე უარის თქმაა. შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ.

აგრეთვე დიდ შეცდომაა ემოციაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მხოლოდ ნეგატიურად მიმაჩნია ირაკლი ალასანიას თუნდაც დროებით განზე გადგომა და თავ.დეკების დასუსტება. დღეს ემოციებს კი არ უნდა ავყვეთ, არამედ დროულად დავიწყოთ ფიქრი ევროატლანტიკური მიმართულების პარტიების გამსხვილება-კონსოლიდაციაზე და ასეთი პარტიები გამორჩეულები თავისი პრინციპულობით, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსებით საკმაოდაა საქართველოში.

სერიოზულ შეცდომათა რიგს შეიძლება მივაკუთნოთ სოლიდური რაოდენობით წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი, უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ქვეყანაში უკიდურეს მომენტამდე პოლიტიკურ პროცესებში რევოლუციური ელემენტების შემოტანა.

კი ბატონო, შეიძლება მთლიანად ან თუნდაც ნაწილობრივ პროტესტის ნიშნად არ მიიღოს პარტიამ მეორე ტურში მონაწილეობა და ეს სწორი პიარის შემთხვევაში შეიძლება ოპოზიციისთვის სასარგებლო პოლიტიკურ ნაბიჯად იქცეს, მაგრამ საპარლამენტო მანდატების დაჭრა ერთხელ ხომ გაიტესტა, რომ შეცდომა იყო.

ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა მარტივად შეიძლება გაიგონ, რომ პარტია მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და ეს თუნდაც მაჟორიტარული სისტემის უვარგისობით აიხსნას, მაგრამ ვერავინ ვერ გაიგებს, რას ნიშნავს პარლამენტის ბოიკოტი.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მიუხედავად გამარჯვებისა, მასაც აქვს ისეთი მაცდუნებელი ფაქტორები, სადაც სახიფათო ნაღმები დევს, რომელმაც შეიძლება ოცნებას გამარჯვება პრობლემად უქციოს, ანუ მართველმა პარტიამ ქართველი ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერა მოიპოვა და თუ ის ძალიან გაერთობა საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლის მანდატიც, რომ არა სისტემის ხარვეზი, მისთვის მოსახლეობას არ მიუნიჭებია, ერთ-ერთი იმ ნაღმთთაგანია, რომლის აფეთქება ნამდვილად არ იქნება სასურველი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის“ - წერს ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42