ფინანსთა მინისტრი პარლამენტს აქციზის ბუნების შეცვლის თხოვნით მიმართავს
პოლიტიკა - 16:47, 11 Oct, 2016     6253

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარლამენტისთვის აქციზის ბუნების შეცვლის თხოვნით მიმართვას გეგმავს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს ასახელებს: „უნდა შეიცვალოს ლუდის აქციზის ბუნება. განაკვეთზე დღეს ნუ ვისაუბრებთ, რადგან ეს არის სხვა მსჯელობის საგანი, მაგრამ ის, რომ აქციზი ლუდზე იქმნება ალკოლჰოლის შემცველობითა და მისი სიმკვირივთ, ეს უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია. საქართველოს პარლამენტს ჩვენ მივმართავთ თხოვნით, რომ აქციზის ბუნება შეიცვალოს“.

შეგახსენებთ, რომ ლუდის მწარმოებლები 2015 წლის 1-ლი მარტიდან ლუდზე აქციზის ზრდის გამო პროდუქციის რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ და აქციზის 10 თეთრით შემცირებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ. ლუდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ხშირად კონტაქტი ქონდათ "ქართული ოცნების" წევრთან, ყოფილ ბიზნესომბუდსმენთან გიორგი გახარიასთან. სწორედ, ინდუსტრიის და ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინიციატივაა, რომ ევროპის მსგავსად საქართველოშიც აქციზის განაკვეთი ლუდის გრადუსიანობაზე იყოს მიბმული.

2016 წლის ზაფხულის მდგომარეობით, ლუდის ბაზარი 17%-ით შემცირდა, რაც დიდწილად 2015 წლის 1 მარტიდან ლუდის აქციზის ზრდით არის გამოწვეული. ორგანიზაციის განცხადებით, 2014 წლამდე ლუდის წარმოების ზრდა და იმპორტის ჩანაცვლების მასშტაბები, ადასტურებს, რომ ეს დარგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. 2006-2015 წლებში ლუდის ბაზრის მოცულობა საქართველოში 45%-ით გაიზარდა. 2011-2014 წლებში საქართველოს ბაზრის მოთხოვნა 100-105 მლნ ლიტრის ფარგლებში მერყეობს. არსებული მდგომარეობით იმპორტირებულ ლუდს საქართველოს ბაზრის დაახლოებით 3% უჭირავს, 97% კი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის. ადგილობრივი წარმოების წილი 2007 წელს 60%-დან 2015 წლის დასაწყისისთვის 97%-მდე გაიზარდა, რაც უთითებს ლუდის წარმოების როგორც ზრდის, ისე იმპორტის ჩანაცვლების სერიოზულ შესაძლებლობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42