არჩევნები 2016 - პუტინის შანსი საქართველოს მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად - Los Angeles Times
პოლიტიკა - 16:16, 11 Oct, 2016     27592

ექნება თუ არა პუტინს გზა მეზობელი საქართველოსკენ? არჩევნები შეამოწმებს, რამდენად შორს შეუძლია რუსეთს თავისი ძალის გამოვლენა" - ამ სათაურით ეხმიანებება Los Angeles Times-ი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

„5%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა და პარლამენტში პირველად შევიდა ულტრანაციონალისტური ძალა, რომელიც ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს ორი პროდასავლური დომინანტი პარტიისათვის“ - წერს სტატიის ავტორი ნიკოლას უელერი.

სტატიაში, ზოგადად, საარჩევნო პერიოდია აღწერილი და ნათქვამია, რომ ისევე როგორც წინა წლებში, წლევანდელიც ხასიათდებოდა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით, თავდასხმებითა და საარჩევნო უბნების დარბევით.

ავტორი წერს, რომ 1991 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო მოსკოვის ორბიტას მოწყდა, საქართველომ წლები სამოქალაქო დაპირისპირებებსა და კრიმინალზე დაკარგა მანამ, სანამ 2003 წელს, მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური პარტია ქვეყნის სათავეში არ მოვიდა.

მიმოხილვის შემდეგ ნაწილში, საუბარია ბიძინა ივანიშვილის პარტიის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებაზე. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ბევრს აწუხებს დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილს ახლო კავშირები რუსეთთან. თუმცა, სტატიის მთავარ ხაზს საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში „პატრიოტთა ალიანსის“ შესვლა წარმოადგენს.

სტატიაში „პატრიოტთა ალიანსის“ მოხვედრა პარლამენტში იმით არის ახსნილი, რომ განაწყენებული მოქალაქეების ნაწილმა მხარი სწორედ მათ დაუჭირა, რომლებსაც რუსული პროპაგანდისტული მედიაც უმყარებს საზოგადოებაში პოზიციებს.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ელოდება შანსს, რომ ქვეყანა მოსკოვის ორბიტაზე დააბრუნოს“ - აღნიშნულია სტატიაში.

"პატრიოტთა ალიანსი ცნობილია თავისი ქსენოფობიური, ანტიდასავლური რიტორიკითა და ორთოდოქსულ-ქრისტიანულ ღირებულებებზე საუბრით, გამოირჩევა ქალთა და ლგბტ თემის უფლებების უარყოფით.

მისი ლიდერი, ირმა ინაშვილი კი იმედოვნებს, რომ ქვეყნის ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯების დაბლოკვას შეძლებს" - წერს ავტორი.

სტატიაში NATO-ს საკითხებზე საკონსულტაციო ოფისის წარმომადგენელი, გუცა გველესიანი პატრიოტთა ალიანსის პარლამენტში შესვლას ეხმაურება და ამბობს, რომ პარტია პუტინის ფულით ფინანსდება:

„პატრიოტთა ალიანსის გამოჩენა და ქვეყნის მთავრობაში მათი სავარაუდო წარმომადგენლობა ქვეყნის უბედურებაა. შოკირებული ვარ, ნამდვილად შოკირებული. იმედი მაქვს, რომ ფაქტობრივ მართვაზე არაფერი იციან. აიღებენ პუტინის ფულს და გაქრებიან“ - ამბობს გველესიანი.

გამოცემა წერს, რომ პატრიოტთა ალიანსის მსგავსი ხედვების მქონე პარტიები იმ ადამიანებისთვის, ვისაც საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიური განწყობები აქვთ, ერთგვარი ალტერნატივაა.

სტატიაში აღნიშნულია, ორივე დაპირისპირებული ძალა - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, თუმცა პროცესი საკმაოდ გაჭიანურებულია:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42