შეხვედრაზე მხარეებმა იტალიურ კომპანია SACE-სა და საპარტნიორო ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს და საქართველოს და იტალიის კერძო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობის გზები დასახეს.
იტალიური კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე საპარტნიორო ფონდთან ერთად აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ამჟამად SACE ტექნიკურ დახმარებას უწევს საპარტნიორო ფონდს ექსპორტის სააგენტოს შექმნის მიმართულებით და ასევე თანამშრომლობს ფონდთან საშენ მასალათა წარმოების ზოგიერთი ადგილობრივი პროექტის დაფინანსების მიმართულებით.
SACE იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტოს წარმოადგენს, რომელიც პარტნიორი ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს მიკრო და მცირე წყაროების ხელშეწყობისთვის იაფ კრედიტს და ექსპორტიორ კომპანიებს გლობალურ ბაზრებზე სავაჭრო ოპერაციბში მხარდაჭერას სთავაზობს. SACE ფულად რესურსს ინოვაციურ ბიზნესებში აბანდებს და კომპანიებს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით სარგებლობას სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები






