პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 14:34, 11 Oct, 2016     1630
პრეზიდენტის პრეს სპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე არჩევნები შეაფასა.

"არჩევნების ერთი ეტაპი დასრულდა, რაზეც პრეზიდენტმა უკვე მოგახსენათ საკუთარი შეხედულება. დღეს დამატებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ საარჩევნო პროცესი გრძელდება და წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი - მოსახლეობამ 8 ოქტომბერს აირჩია პარლამენტის შემადგენლობის მხოლოდ 2/3, 50 მაჟორიტარულ ოლქში კი, უნდა ჩატარდეს მეორე ტური.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ამომრჩევლის აქტიურობა. პრეზიდენტი, ახლაც, ისევე როგორც, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მოუწოდებს მოსახლეობას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და იყვნენ აქტიური.

ასევე უმნიშვნელოვანესია და განსაკუთრებით ხაზგასასმელია, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების როლი, როგორც მთელი არჩევნების, ასევე მეორე ტურის განმავლობაში.

ქვეყნის პირველი პირი იმედს გამოთქვამს, რომ დამკვირვებლები განმეორებით ტურზეც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი და აქვე აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტი მადლობას უხდის მათ გაწეული მუშაობისთვის.

აქვე მინდა გაცნობოთ, რომ 12 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის პრეზიდენტი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები შედგება, ხელი მოეწრება ერთობლივ დოკუმენტებს, გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. ასევე, მთავრობებს შორის ხელი მოეწერება რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, როგორიცაა ინვესტიციების წახალისება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა და განათლების სფეროში თანამშრომლობა"- განაცხადა ეკა მიშველაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42