"გამოდით და მტკიცედ მოითხოვეთ, პარტიის ლიდერშიფი დაუყოვნებლივ გადადგეს" - ბარნოვის მოწოდება ენმ-ს მხარდამჭერებს
პოლიტიკა - 14:11, 11 Oct, 2016     17250

„გირჩის" ყოფილი წევრი ანდრო ბარნოვი თავის ფეისბუკ გვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს მეორე ტურში მონაწილეობის სანაცვლოდ პარტიის ლიდერების გადადგომის მტკიცედ მოთხოვნისაკენ მოუწოდებს.

„გააყალბეს, მაგრამ არა უშავს? და რატომ არა უშავს?

აბა პოლიტიკაში რა გინდათ, თუ ამის გადაყლაპვა დასაშვებად მიგაჩნიათ?

თუ იქნებ - არ გააყალბეს და წააგეთ? და რატომ წააგეთ?

ასეთ უუნარო ხელისუფლებასთან რომ წააგებ, თან ისე, რომ არავინ არაფერი გაგიყალბა თურმე, ბოდიშის მოხდა და პარტიის ძირეული რეორგანიზაცია არ გევალება?

ღმერთმა შეგარგოთ ეს საპარლამენტო სკამები, მაგრამ ლიდერები არ უნდა გადადგნენ პარტიული თანამდებობებიდან მაინც? ეს რა წებო წაუსვით მაგ სკამებს და ეს რა ხალხი ხართ საერთოდ?

ან მომხრეებმა კინწისკვრით არ უნდა გაყარონ ასეთი „ლიდერები"? რამდენ ხანს უნდა დაიგუბოს ყველამ პირში წყალი იმ იდიოტური მოტივით, რომ ივანიშვილს გაუხარდება ენმ-ს კრიტიკა და ამიტომ არ შეიძლება? ან ეს ენმ-ს მომხრეები რას ფიქრობთ, რატომ ხართ ამ მარაზმატიკებისკენ? სხვა პარტია არაა და ამიტომ? მაშინ ესენი შეცვალეთ ბატონო. ორგანიზებული ჯგუფები ხართ, წარმომადგენლობითობა გაქვთ. გამოდით და მტკიცედ მოითხოვეთ, რომ პარტიის ლიდერშიფი დაუყოვნებლივ გადადგეს. დადეთ ეს მტკიცე პირობად მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ, აწარმოეთ კამპანია. ამის დრო არაა? აბა როდისაა ამის დრო? სკამებს ნებით მოაცილებს ვინმე ამ ხალხს თუ ესეც - „არა უშავს"?" - წერს ბარნოვი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42