ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით ითქვა, რომ მმართველ გუნდს ვახტანგ ხმალაძესთან და ნოდარ ებანოიძესთან ურთიერთობა სიამოვნებით ექნება.
„თანამშრომლობაში, რა იგულისხმება? - თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, სხვანაირი თანამშრომლობა, თუ არა მინისტრად დანიშვნა? გეუბნებით, რომ მნიშვნელოვანია, როცა ოპონირების რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტში მუშაობს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამოდის მაშინ, როცა პრინციპული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას. კიდევ ითქვა ის, რომ თუკი სამომავლოდ ურთიერთობის შესაძლებლობა იქნება, სიამოვნებით გვექნება ურთიერთობა ვახტანგ ხმალაძესთან და ნოდარ ებანოიძესთან. არიან ადამიანები, რომლებიც იმ პრინციპს არასოდეს არ გადაცდნენ, რასაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობა ჰქვია“, - დასძინა ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






