ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდგომ შესაძლო გადაწყვეტილებაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ დღეს უნდა გახდეს ენმ-ს გადაწყვეტილება ცნობილი თუ რა ფორმატში განაგრძობს პოლიტიკურ ბრძოლას. კელი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიის ფორმატში საქართველოს პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვის:
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქარათველოს. დემოკრატიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მრავალპარტიული, პლურალისტული დემოკრატია. ვფიქრობ, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძაობას" აქვს კარგი კამპანია. ისინი ამ კამპანიით ამაყები უნდა იყვნენ და მე მათგან ველოდები, რომ ამ ვითარებას მიუდგებიან მშვიდობიანი კუთხით. როდესაც დრო მოვა, დაიკავებენ მოპოვებულ მანდატებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ჩართულები ვართ კამპანიაში და იმედი გვაქვს, რომ ისინი მოიქცევიან ისევე პროფესიონალურად, როგორც პირველ რაუნდში მოიქცნენ", - განაცხადა იან კელი.
მასალის გამოყენების პირობები






