"მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს პარლამენტში“ - ზაქარია ქუცნაშვილი
პოლიტიკა - 12:26, 11 Oct, 2016     4905
მცხეთა-მთიანეთის ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გაიმარჯვა. საქართველოში ყველაზე დიდი ოლქი მოიცავს 3 მუნიციპალიტეტსა (დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი და ბაზალეთის დევნილთა დასახლება) და 425 სოფელს. ზაქარია ქუცნაშვილმა არჩევნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და ამომრჩევლებს ნდობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„8 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გააკეთა არჩევანი და დაამტკიცა, რომ ადამიანის ღირსება და თავისუფლება ჩვენი მოსახლეობის პრიორიტეტია. ჩვენ, კიდევ ერთხელ ვუთხარით არა ძალადობას, ადამიანის ღირსების შელახვას და შიშზე დამყარებულ ძალაუფლებას. ოთხი წლის წინ ჩვენმა საზოგადოებამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც შეძლო და ქვეყანაში დაამკვიდრა დემოკრატიული პრინციპები, დღეს კი დავამტკიცეთ რომ ჩვენი არჩეული გზა, ჩვენი პოლიტიკური კურსი კვლავ ნდობით სარგებლობს მოქალაქეებში. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ დუშელების, თიანელების, ყაზბეგელებისა და მათ შორის ბაზალეთის დევნილთა დასახლების წინაშე, რომელთაც აირჩიეს ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის ნათელი, მშვიდი და სტაბილური მომავალი, სადაც მთავარი პრიორიტეტი ადამიანია. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი თითოეული ადამიანის კეთილდღეობა იქნება, მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს პარლამენტში“, - ზაქარია ქუცნაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42