მინისტრმა სტუმარს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს რეფორმის შესახებ გააცნო, რის შედეგად ახალი მარეგულირებელი ორგანო - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო შეიქმნა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში გარანტიების ხელშეკრულების მოთხოვნათა შესრულებაზე.
გიგლა აგულაშვილმა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც სამართავად რადიოაქტიური ნარჩენების საცავი გადაეცა, სადაც საქართველოში არსებული ბირთვული მასალის უმეტესი რაოდენობა ინახება. ამ ობიექტების გადასვლა სახელმწიფო მართვაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბირთვული მასალის აღრიცხვიანობასა და კონტროლის საკითხებს.
შეხვედრაზე მხარეებმა გარანტიების დეპარტამენტისა და სამინისტროს მომავალ ურთიერთობებსა და იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რომელიც კიდევ არსებობს გარანტიების შეთანხმების მოთხოვნების სრული იმპლემენტაციისთვის.
დღესვე ჰაროლდო ბაროზო იუნიორმა და გიგლა აგულაშვილმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივი სასწავლო კურსი - „გარანტიების შეთანხმების იმპლემენტაცია საქართველოში“ გახსნეს, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






