„მსურს მივულოცო ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ჩატარება. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ახალგაზრდა დემოკრატიის სიმწიფე და გამართულობა.
საერთაშორისო დამკვირვებლების - მათ შორის ევროკავშირის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთოს)და ევროპის საბჭოს დასკვნების თანახმად,არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო და სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ჩვენი ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა. ასევე მეორე ტურში შენარჩუნებულიუნდა იყოს მაღალი საერთაშორისო სტანდარტები.
ქართველმა ამომრჩეველმა ნათლად აჩვენა, რომ ისინი ევროპასთან დაახლოების მტკიცედ განსაზღვრულ პოლიტიკას და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს კვლავაც დიდიუმრავლესობით უჭერენ მხარს.
მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მჭიდროდ და ნდობით გამსჭვალული ვითანამშრომლებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისა და მთავრობის ფორმირებების შემდგომჩამოყალიბებულ საქართველოს ახალ მთავრობასთან.“- აღნიშნულია ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






