რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაუქმდეს და მომდევნო პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს. მანვე დასძინა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას პარტია მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
ვოლსკი საპრეზიდენტო არჩევნებში ღარიბაშვილის მონაწილეობასაც არ გამორიცხავს.
როგორც მან კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის ირაკლი ღარიბაშვილს პოზიტიურად ახასიათებს, თუმცა, მისივე თქმით, პარტიაში ჯერ არ ამ საკითხზე მსჯელობა არ გამართულა.
ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოჯახის შესახებ ჩანაწერი იქნება კონსტიტუციაში და მომზადებული კანონის პროექტი ძალაში შევა.
ქართული ოცნების წევრი ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით დღის წესრიგში არ დგას პარლამენტის ქუტაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი, თუმცა ამ შემთხვევაშიც კონსულტაციები მოსახლეობასთან გაიმართება. ,,სიახლე რაც ქუთაისისთვის ხდება, ჰარვარდის და ოქსფორდის დონის ქალაქად იქცევა მალე ქუთაისი და ამ თემის გადასაფარავად ხდება. ამ პარლამენტის საკითხი ისე გადაწყდება როგორიც საზოგადოებრივი აზრი იქნება“ - აცხადებს ვოლსკი.
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, რომელზეც პარტიები შეთანხმდნენ რომ მომდევნო არჩევნებისთვის გაუქმება მოხდებოდა, გია ვოლსკი ამბობს, რომ თემის განხილვას დაუბრუნდებიან და მიიღება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სახელწმიფო ინტერესებისთვის და საზოგადოებისთვის იქნება მისაღები.
"2020 წელს მაჟორიტარობის საკითხი როგორ იქნება ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით,"- აცხადებს ვოლსკი.
მისი თქმით ასევე არ არის ჯერ გადაწყვეტილი პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურა.
გია ვოლსკიმ არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ქართულმა ოცნებამ თავისუფალ დემოკრატებთან და რესპუბლიკელებთან ითანამშრომლოს. ,,თუკი ვახტანგ ხმნალაძე, ებანოიძე და განსაკუთრებით ვიქტორ დოლიძე პოზიტიურად დავახასიათე, ამის საფუძველი მქონდა, მაგრამ ვიღაც ცდილობს, რომ ეს ადამიანები თითქოს ოფიციალურ პოსტზე განიხილონ. ევროსაპარლამენტო სტრუქტურებთან როცა პირველ ნაბიჯჰებს ვდგამდით და შემდეგაც, როცა თავისუფალ დემოკრატებთან ოპოზიციაში ვიყავით, დოლიძის დამიკიდებულებაზე მინდოდა ხაზი გამესვა. არის როცა ოპონირების რეჟიმში ვართ, მ აგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამის მიუხედავად სახელმწიფო ინტერესებიდან გამოდიან“ - განაცხადა ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






