,,პარლამენტში შესვლა ან ბოიკოტი - ეს უნდა გადაწყვიტონ ენმ-ს მხარდამჭერებმა“ - შაშკინი სააკაშვილს ეთანხმება
პოლიტიკა - 19:49, 10 Oct, 2016     5388
რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ნაციონალურმა მოძრაობამ? - ეს კითხვა დღეს აქტიურად დგას პარტიის მხარდამჭერთა შორის. აზრი ორადაა გაყოფილი მათ შორის ენმ-ს ლიდერებშიც. მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, ვიდრე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ პარლამენტში შესვლის თაობაზე, მანამდე ჰკითხონ საკუთარ მხარდამჭერებს, რას ფიქრობენ ისინი.

ამ თემაზე განცხადება გაკეთდა ნაციონალურ მოძრაობაში, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ შექმნილმა ვითარებამ ენმ ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად ჩამოაყალიბა, ამიტომ მათი ნებისმიერი ნაბიჯი კარგად უნდა იქნეს გააზრებული და მხოლოდ ორთქლის გამოშვებას და გულის მოფხანას არ უნდა ემსახურებოდეს. ბაქრაძის თქმით ენმ ბრძოლას აპირებს ყველა კანონიერი მეთოდით, მათ შორის პოლიტიკურ ინსტიტუტებშიც.

სააკაშვილის პოზიციას არ ეთანხმებიან პარტიის სხვა წევრები. ექსპრეზიდენტის პოზიციაზე დგას სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, დიმიტრი შაშკინი, რომელიც მიიჩნევს, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ლაპარაკი გაყალბებულ არჩევნებზე არის უკვე არასერიოზული, ხოლო პარტია ვალდებულია ასეთ დროს აზრი ჰკითხოს თავის მხარდამჭერებს.

,,საქართველოს მთავრობას დღეს დააკომპლექტებს ძალა, რომელმაც ტოტალურად გააყალბა არჩევნები. ის, რომ არჩევნები გაყალბებულია, ეს უდაო მოცემულობაა. ძალადობრივ წინასაარჩევნო კამპანიას, დაემატა არჩევნების დღეს ძალადობა, ტოტალური მოსყიდვა ამომრჩევლების და უბნების დარბევა, დაემატა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მანიპულაცია ციფრებით და ამას უყურებს მთელი საქართველო. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა.

ნაციონალური მოძრაობის წინაშე დგას ძალიან რთული ამოცანა - უნდა მიიღოს პარტიამ გადაწყვეტილება. მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი, ვარ რიგითი წევრი და მხარდამჭერი. ამიტომ გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებას. მე მთლიანად ვეთანხმები პრეზიდენტ სააკაშვილის მოსაზრებას თუ რა უნდა გააკეთოს პარტიამ და მხოლოდ და მხოლოდ მინდა ჩემი არგუმენტები მოვიყვანო ამ პოზიციის გასამყარებლად.

მესმის, რომ არსებობს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა მოსაზრება - უნდა შევიდეს პარტია პარლამენტში და მოახდინოს ლეგიტიმაცია ამ არჩევნების, ან არ უნდა შევიდეს, გამოაცხადოს ბოიკოტი და გადავიდეს მუშაობის სხვა რეჟიმზე. მესმის რომ განსაკუთრებით პარტიის ახალ სახეებს უნდათ პარლამენტში შესვლა და ტრიბუნის გამოყენება იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, მაგრამ, ამავდროულად, მე კარგად მესმის ისიც, რომ მათ სურთ ამ ტრიბუნის გამოყენება თავიანთი პოლიტიკური კაპიტალის შექმნისთვის. მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ლაპარაკი გაყალბებულ არჩევნებზე არის უკვე არასერიოზული.

ამიტომ მე სრულიად ვუჭერ მხარს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, რომ პარტიის ლიდერებმა, პოლიტსაბჭომ უნდა კითხონ ხალხს და მათ ანდონ ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ეს არჩევნები გადავიდა იმ ნახევარი მილიონი ჩვენი მომხრის მხრებზე, რომლებმაც იმ დაშნებისა და ცემა-ტყეპის ფონზე მოვიდნენ და მოგვცა ხმა. ხმა მოგვცა არა იმისთვის, რომ ვიღაც შევიდეს თუ არა პარლამენტში, არამედ იზიარებს იმ ფასეულობას, რომელსაც ავითარებს ნაციონალური მოძრაობა - პროდასავლურობა, ჩვენი შვილების პერსპექტიული მომავალი. ამ ხალხს მინიმუმ პოლიტსაბჭოს წევრებმა უნდა კითხონ - აცხადებს შაშკინი.

ის, თუ რა სახით უნდა მოხდეს ამ ადამიანების აზრის გამოკითხვა, შაშკინი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს პარტიის ყრილობა ან რეგიონული კონფერენციები.

,,დროის პრობლემის წინაშე არ ვდგავართ. მე იმედი მაქვს, რომ არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ამდენად, პარტიას აქვს სამი კვირა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს თავის პოზიციაში და რაიონებში პარტიულ აქტივს დაელაპარაკონ.

ჩემი როგორც რიგითი ჩვეულებრივი წევრის პოზიციაა, თავი დავანებოთ რომ ვიყავი სხვადასხვა მინისტრის პოსტზე, ჩემი პოზიციაა, რომ სანამ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ვკითხოთ პარტიის წევრებს, ვისი შრომით და ოფლითაც მოვიდა ეს შედეგი“ -მიიჩნევს შაშკინი.

რაც შეეხება წაინსაარჩევნო კამპანიის იმ მოსაზრებას, რომ ექსპრეზიდენტის ჩართულობამ კიდევ უფრო დაძაბა ამომრჩეველი, შაშკინი არ ეთანხმება და ამბობს, რომ სწორედ სააკაშვილის ფაქტორის დამსახურებაა ნახევარი მილიონი მხარდამჭერის მოსვლა, შაშკინი ხაზს უსვამს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი სააკაშვილიზეა დიდწილად დამოკიდებული.

,,სააკაშვილის ჩართვა იყო უმნიშვნელოვანესი იმ შედეგისთვის, რაც მივიღეთ 8 ოქტომბერს და იმ ნახევარი მილიონი ამომრჩეველის მობილიზებისთვის, რომელმაც მხარი დაგვიჭირა. რომ არა სააკაშვილი, იმ ფონზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობდა, ამხელა ელექტორატის მობილიზება შეუძლებელი იქნებოდა. სხვადასხვა ქვეყნებში საარჩევნო კამპანიების მართვის 20-წლიანი გამოცდილება მაქვს და შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ ეს რაოდენობა ამომრჩეველი მოვიდა. ამიტომ მცდარია მოსაზრება, რომ სააკაშვილის მონაწილოებამ საარჩევნო კამპანია დააზარალა, პირიქით მისმა ჩართულობამ ითამაშა უდიდესი როლი. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ნაცმოძრაობის ლიდერი არის სააკაშვილი და პარტიის რეიტინგი დიდწილად არის დამოკიდებული მიხეილ სააკაშვილზე“ - აცხადებს შაშკინი ,,ნიუპოსტთან“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42