"პარტიას რომელსაც არ მიუღია უბრალო უმრავლესობაც კი, შეიძლება ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა"- კოჟორიძე საარჩევნო სისტემის ხარვეზებზე
პოლიტიკა - 19:25, 10 Oct, 2016     15210

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ფეისბუკზე ეხმაურება. მისი თქმით მტავარი პრობლემა რაც ამ არჩევნებმა წარმოაჩინა არის საარჩევნო სისტემა, რომელის მიხედვიტაც პარტიას, რომელმაც არჩევნებში უბრალო უმრავლესობაც კი ვერ მიიღო, პარლამენტში შეიძლება ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა:

“შორიდან თვალს ვადევნებ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, ვეცნობი შეფასებებს. მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიართ:

ამ არჩევნების მთავარი პრობლემა ნამდვილად არ იყო ის, რომ მოქალაქეებს თავისუფლად არ შეეძლოთ არჩევანის გაკეთება. არც ის ყოფილა, რომ ვიღაცამ თითქოს გააყალბა შედეგები (როგორც ზოგიერთნი ცდილობენ წარმოაჩინონ).

მთავრი პრობლემა იყო საარჩევნო სისტემა, რომელიც პრეზიდენტის მცდელობის მიუხედავად ვერ და არ შეიცვალა (მიზეზებს აღარ ჩავუღრმავდები). ფაქტია, რომ არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას არ მიუღია უბრალო უმრავლესობაც კი (50% + 1), მაგრამ შეიძლება ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა (75%-ზე მეტი). ფაქტია, რომ ამომრჩევლის ნება არ ყოფილა რომელიმე პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოყვანა, მაგრამ ეს მაღალი ალბათობით მოხდება და ამაში დამნაშავე ხალხი ნამდვილად არ არის...

ისინი კი ვინც არჩევნების მეორე დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებს გვიანონსებენ, იქნებ დაფიქრდნენ და სხვა ცვლილებებთან ერთად საარჩევნო სისტემის ცვლილებაც დაგვიანონსონ (მით უმეტეს, რომ ამ ცვლილების აუცილებლობაზე წლების წინ თავად საუბრობდნენ). ამას მე ხომ არ ვამბობ, ეს ისტორიული გამოცდილებით დადგენილი აქსიომაა, რომ როდესაც მოქალაქეთა ნება და მანდატების რაოდენობა ერთმანეთს არ შეესაბამება, ირღვევა ბალანსი და ჩნდება პოლიტიკური კრიზისების საფუძველი, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვლად არ სჭირდება. იმედი მაქვს, რომ არ მოხდება იმ შეცდომების გამეორება, რაც ჩვენს უახლეს ისტორიაშიც მრავლად მოიძებნება...

და კიდევ ერთი, არ მგონია რომ ირაკლი ალასანია იმ ვითარებაში იყო, როცა ,,საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“...- წერს კახა კოჟორიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42