“ქართული ოცნების“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ბეგლარ სიორიძის განცხადება
პოლიტიკა - 18:53, 10 Oct, 2016     8034
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეტის შტაბის ხელმძღვანელი ბეგლარ სიორიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ჩემო ოზურგეთელებო, უპირველესად, მადლობას გიხდით ნდობისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ!

ვულოცავ ჩვენს კანდიდატს ბატონ არჩილ თალაკვაძეს ღირსეულ გამარჯვებას. სრულიად დარწმუნებული ვარ, ოზურგეთისთვის ის ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.

მინდა მადლობა გადავუხადო ‘’ქართული ოცნების’’ საარჩევნო შტაბის სრულ შემადგენლობას, მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე დაუღალავი შრომისთვის.

8 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების სახელით შევა. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები გამუდმებით ცდილობდნენ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, ოზურგეთელებმა ჩვენი დაუღალავი შრომა სწორად შეაფასეს და არჩევნებზე ღირსეული მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირეს.ეს ფაქტი ჩვენი შრომის ყველაზე დიდი დაფასება გახლავთ.

ეს გახლდათ არჩევნები, სადაც მოქალაქეებმა გადაწყვეტილება ყოველგვარი ძალდატანების, იძულებისა და მუქარის გარეშე მიიღეს. ეს გახლდათ არჩევნები, რომელმაც ცხადი გახადა, რომ ჩვენს ქვეყანას მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობის მქონე, ღირსეული საზოგადოება ჰყავს, რომელმაც არჩევანი ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ კიდევ ერთხელ გააკეთა.

განსაკუთრებით ამაყი ვარ ქალაქ ოზურგეთში მიღებული შედეგებით. პარტიამ ‘’ქართული ოცნება’’ და ჩვენმა კანდიდატმა ყველაზე მაღალი შედეგი სწორედ აქ აჩვენეს და ქალაქი ოზურგეთი მთელ მუნიციპალიტეტში გამარჯვების ქვაკუთხედი გახდა.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ‘’ქართული ოცნება’’, თქვენი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე და მე, თქვენი ქალაქის მერი ჩვენს გუნდთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ჩვენი საერთო მომავლის ერთად შენებას.

თითოეულ ოზურგეთელს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გილოცავთ გამარჯვებას, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვეკუთვნის“ - ნათქვამია სიორიძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42