ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დამყარდეს ერთპარტიული რეჟიმი- დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 18:20, 10 Oct, 2016     4341

„ნაციონალური მოძროაბის“ ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით შექმნილმა ვითარებამ ენმ ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად ჩამოაყალიბა, ამიტომ მათიო ნებისმიერი ნაბიჯი კარგად უნდა იქნეს გააზრებული და მხოლოდ ორთქლის გამოშვებას და გულის მოფხანას არ უნდა ემსახურებოდეს. ბაქრაძის თქმით ენმ ბრძოლას აპირებს ყველა კანონიერი მეთოდით, მათ შორის პოლიტიკურ ინსტიტუტებშიც:

„შექნმნილი სიტუაცია ახალ რეალობას ქმნის სადაც ნაციონალური მოძრაობდა ყალიბდება ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად . ენმ-ს მომავალი და წარმატება არა მხოლოდ ამ პარტიის და მისი მხარდამჭერების ბედს განსაზღვრავს, არამედ ნაციონალურ მოძრაობაზე გადის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი. საქართველოს მომავლისთვის, იმისთვის რომ ქვეყანაში არ დამყარდეს ერთპარტიული რეჟიმი და არსებობდეს განსხვავებული აზრი და ოპოზიცია. სწორედ ამიტომ მე და ჩემი გუნდი სრულიად ცალსახად ვაცხადებთ, ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ბაგრძელებთ ბრძოლას და ამ ბრძოლაში ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ. რაც შეეხება იმას, რა იქნება ბრძოლის მეთოდები, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ეტაპზე ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მავნე საერთო პერსპექტივისთვის და ამ ბრძოლის მომავლსითვის. ყველას უნდა ესმოდეს რომ ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპზე და ნებისმიერი ნაჩქარევი , დაანონსებული, მოუფიქრებელი გადაწყვეტილება შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ორთქლის გამოშვება, გულის მოფხანას და ამ ყველაფრით შეიძლება გააძლიეროს დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ არ ვაპირებთ გულის მოფხანას და იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ხელისუფლებას გააძლიერებს. პარტიის პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას და მას წარმოგიდგენთ უახლოეს დღეებში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ ყველა კანონიერ მეთოდს, რომელიც ოიცავს, როგორც საპროტესტო აქციებს, ასევე პოლიტიკურ ინსტიტუტებში ბრძოლას და უცხოეთში ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42