"ნაციონალური მოძრაობაში“ არ მალავენ, რომ სამოქმედო გეგმაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" სავარაუდოდ ორ გეგმას განიხილავენ, რაც პირობითად ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას გეგმას ეყრდნობა.
მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას 2 სცენარით მოქმედება შეუძლია.
ერთ-ერთი სცენარი ნაციონალური მოძრაობის წევრების პარლამენტში არშესვლაა, რაც ხუხაშვილის აზრით, პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
"არსებულმა ვითარებამ "ნაციონალურ მოძრაობას" გარკვეული მანევრის საშუალება მისცა. ლოგიკურია, რომ პარტიაში მოკლევადიან დღის წესრიგთან ერთად გრძელვადიან გეგმებსაც განიხილავენ. სააკაშვილი პროფესიონალი რევოლუციონერია, მისი გზავნილი და სურვილი რევოლუციური სცენარია. დღეს, პირობითად არის ორი გზა: ერთი სააკაშვილისეული ფორსირებული რევოლუციური გზა, მეორე ბოკერიას გზა, რომლის დედლაინი არის 2020 წელი. რომელი გაიმარჯვებს, ეს მათი შიდა სამზარეულოა და ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ექსპერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






