ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან "დროებით გავიდა". ამის შესახებ ალასანიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, იგი ფორმალური პროცედურების დასრულებამდე პარტიის თავმჯდომარედ რჩება.
დღეს ირაკლი ალასანიამ არ დააკონკრეტა სად მიდის პოლიტიკიდან.
"ნიუპოსტი" ამ საკითხზე ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ალასანიას გადაწყვეტილება ლოგიკურია.
"პარტია, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ პოლიტიკური ცხოვრების აქტიური ნაწილი იყოს და არჩევნების შემდეგ ფაქტობრივად თამაშგარეთ რჩება. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პარტიის ლიდერმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს. როცა აქტიური პოლიტიკის ნაწილი აღარ ხარ, იქ ფინანსურ რესურსთან ერთად დამაჯერებლობის პრობლემაც დგება. ალასანიას გადაწყვეტილება ჩემთვის გასაგებია"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" გია ხუხაშვილმა.
ექსპერტისთვის ნაკლებად დამაჯერებელია ვერსია რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლა ხელისუფლებასთან გარიგების შედეგია.
"არამგონია, რომ ხელისუფლებას რაიმე ინტერესი ჰქონოდა, იმის შესახებ, დარჩებოდა თუ არა ალასანია პარტიასა და პოლიტიკაში. ,ეეჭვება, რომ ირაკლი ალასანიამ გადაწყვეტილება მისი მეგობრების, თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების პატიმრობიდან გათავისუფლების პირობის სანაცვლოდ მიიღო, თუმცა ადამიანურად მართლა გამიხარდება თუ დაკავებულები გათავისუფლდებიან"- აღნიშნა ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






