ბაჩო ახალაია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ციხიდან მიმართავს
პოლიტიკა - 15:50, 10 Oct, 2016     25872
შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საპატიმროდან არჩვნების წინასწარ შედეგებს ეხმიანება და ამომრჩეველ მიმართავს.

,,მეგობრებო, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ადგილი არ ჰქონდა ნების თავისუფალ გამოვლენასაც, ყველა სახელმწიფო მოხელეს დავალებული ჰქონდა ხმის მიცემა - 41-ის შემოხაზვა და შემდგომ ამის სურათზე დაფიქსირება. სახეზეა კომისიის წევრების და ამომრჩევლის ფართომაშტაბიანი მოსყიდვა. კარუსელები, დამატებითი ბიულეტენები, ნამდვილი ბიულეტენების გაბათილება ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. სამეგრელოში, სადაც ამ ხერხებითაც ვერ დაამახინჯეს საარჩევნო სურათი, პირდაპირ ძალადობასა და ყუთების გატაცებაზე გადავიდნენ.

ამავდროულად, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს თუ როგორ მოიქცა ცესკო. გარდა იმისა, რომ ოქმების „შეთანხმებული“ შევსების მომენტამდე არ აცხადებდა შედეგებს, საბოლოოდ კი ელოდებოდა ნაციონალური მოძრაობის რეაქციას და ვაჭრობდა მესამე რუსული პარტიის - ინაშვილის 0.1 პროცენტიანი ზღვარით, იმისთვის რომ სრულებით მარტო არ დარჩენილიყო პარლამენტში.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ერთადერთი პროდასავლური ძალა, რომელმაც გადალახა ბარიერი ეს არის ნაციონალური მოძრაობა, მის გარეშე პარლამენტი რუსულია.

ახლა მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, მას შემდეგ რაც ჩვენი პარტიის მენეჯმენტმა ვერ შეძლო საერთო სახალხო კენჭისყრის დაცვა, მას შემდეგ რაც ივანიშვილის მოსყიდული კომისიით ეს რუსი ოლიგარქი სრულიად ყიდულობს ქვეყანას, რა არის ჩვენი ამომრჩევლის ნება - ყველაფრის ამის „გაპრავება“ და უბრალოდ შესვლა პარლამენტში თუ ბრძოლა იმისთვის, რასაც ხმა მისცა ჩვენმა ამომრჩეველმა - გამარჯვებას და რუსი ოლიგარქისგან განთავისუფლებას და არა რომელიმე დეპუტატის სკამს პარლამენტში?“-წერს ყოფილი მინისტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42