ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დასათვლელია მხოლოდ 3 უბანი. საქართველოში არსებული 3 702 უბნიდან შეჯამებულია 3686 უბნის შედეგი.
ცესკოს ინფორმაციით ინაშვილის პარტიას 88 132 ხმა უფიქსირდებოდა, რაც ადმინისტრაციის მონაცემით, 5 პროცენტია, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ოფიციალური მონაცემები აქტივობის შესახებ, საიტზე ამ დრომდე არ ასახულა.
შესაბამისად გაჩნდა კითხვები, პატრიოტთა ალიანსის ხმების რაოდენობის 5 პროცენტამდე გაზრდასთან დაკავშირებით, რადგან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ცესკოს მიერ დაფიქსირებული ხმების რაოდენბით პატრიოტთა ალიანსი 5%-იანი ბარიერის ზღვარზეა.
ცესკო-ს მიერ მონაცემების ბოლო განახლებამდე პატრიოტთა ალიანსს 88 032 ხმა ჰქონდა, რაც პროცენტულად 4,993%- ს შეადგენს. უახლესი ინფორმაციით, კი ალიანსს 88 132 ხმა აქვს, რაც 4,998% - ა.
ხაზგასასმელია, რომ ცესკოს საიტზე კი ორივე მონაცემის შემთხვევაში, განახლებამდეც და განახლების შემდეგაც, პატრიოტთა ალიანსს 5% ეწერა.
მონაცემთა ბოლო განახლების დროს არ შეცვლილა დათვლილი უბნების რაოდენობა და ის კვლავ 99,92%-ია.
"ნიუპოსტი" გაჩენილი კითხვების ირგვლივ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერს გოჩა თევდორაძეს ესაუბრა.
"39-ე ოლქის მეოთხე უბანზე 14 ხმა გვეწერა, 114 ხმის ნაცვლად, ჩვენ მივაღწიეთ, რომ ეს 100 ხმა დაგვემატა და ორიოდე წუთის წინ ცესკომ ეს მონაცემები ატვირთა. ასე რომ ვიღაცეები, რომ დაობდნენ დილით 5 ხმა აკლიაო, ეს 2 წუთის წინ გასწორდა, ამ რაოდენობის ხმები დაგვემატა. ასე რომ 5 პროცენტი კი არა ბევრად მეტი გვაქვს. ეს 100 ხმა ვიღაცას იმის საფუძველს არ უნდა აძლევდეს, რომ მონაცემები 4,99 % - ია. გეტყვით იმასაც რომ ქუთაისის 49 -ე ოლქის 76 - ე უბანზე, სადაც 59 ხმა გვაკლია, თუ საიტზე ოქმს ხედავთ, წერია, რომ ამ უბანზე გვაქვს 85 ხმა, გამოტანილ ციფრებში კი 35 წერია. მსგავსი სიტუაცია არის საქართველოს ალბათ 200 უბანზე"- აღნიშნა გოჩა თევდორაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






