"ამ არჩევნებზე ამომრჩეველმა ვერ იხილა ის პოლიტიკური პროდუქი, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ის პოლიტიკური პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შროის იყო გაბნეული, მაგრამ რომელსაც სჭირდება თავმოყრა. ამიტომ შემდგომი პოლიტიკური ციკლის ერთ-ერთი ამოცანა იქნება პოლიტიკურ სპექტრში იმ ძალების ერთობლივი ძალისხმევის გაერთიანება, რომლითაც ამ ქვეყნის დემოკრატიული არჩევანი თავისი შინაარსით, არსით წარმოუდგენიათ და არა მხოლოდ ფორმით." - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი 2009 წელს „რესპუბლიკელების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანებას სწორ ნაბიჯად, 2011 წელს დაშლას კი შეცდომად აფასებს. მისი თქმით საჭიროა რომ მსგავსი პლატფორმის მქონე პოლიტიკურმა ძალებმა მეტი კონსოლიდირება მოახდინონ.“ - განაცხადა უსუფაშვილმა, მისი თქმით მას თავისი პარტიის შემდეგ , ყველაზე მეტად „თავისუფალი დემოკრატების“ პარლამენტში ვერმოხვედრა ეწყინა.
მასალის გამოყენების პირობები






