საქართველოს პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა იწყება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს მთავარ საფინანსო დოკუმენტზე იმსჯელებენ. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი ბიუჯეტს საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ დაამტკიცებს.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვან მუხლებში სცილდება იმ გეგმებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია. შესაბამისად სოციალურ ნაწილში რამდენიმე მუხლი შეიცვლება:
„პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვან მუხლებში სცილდება იმ გეგმებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია. იქნება გადახედილი ეს პროექტი და საკმაოდ სერიოზულადაც იქნება რამდენიმე მუხლი შეცვლილი სოციალურ ნაწილში“, - აცხადებს გია ვოლსკი.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ხარჯების ზრდა არის განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით:
„ხარჯების ზრდა არის განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სუფსიდიები იზრდება 23 მილიონით, შემოწირულობის თვლასაზრისით 410 მილიონია ზრდა, აქედან 160 მილიონია შემოსავლებში“, - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






