ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ფეისბუკზე მომავალი პოლიტიკური მოვლენების პროგნოზს აქვეყნებს. ექსპერტის მოსაზრებით, "ქართული ოცნება" მთავრობას მარტო დააკომპლექტებს, გარკვეულ საკითხებში კი "პატრიოტთა ალიანსს" დაიხმარს.
"ოცნება მარტოდ დააკომპლექტებს მთავრობას
პატრიოტთა ალიანსს დაიხმარს სამჯერ:
1. პარლამენტის თბილისში დაბრუნება
2. საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება
(ეს ორი წელსვე მოხდება)
(2020 არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი)
3. კონსტიტუციაში ოჯახის განმარტება როგორც ქალის და კაცის ერთობის
და კიდევ პატრიოტთა ალიანსს ხშირად დაიხმარს ევროპელებთან და ამერიკელებთან როგორც ბუას - აი ნახეთ რა ხალხი შეიძლება მოვიდეს, აი ნახეთ რა ხალხთან გვაქვს საქმე.
და კიდევ - აი რა საშინელი ოპოზიცია გვყავს, ერთის მხრივ ეს ნაცები, მეორეს მხრივ ეს მოურავები"- წერს თორნიკე შარაშენიძე
მასალის გამოყენების პირობები






