ჯანელიძე საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა
პოლიტიკა - 10:07, 10 Oct, 2016     1291
2016 წლის 9 ოქტომბერს, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტოს ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიცსაქართველოში საგარეო უწყების მოწვევით იმყოფებიან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების პროცესზე. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნეს თავიანთი პირველადი შეფასებები და აღნიშნეს, რომ არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და დაცული იყო საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირდა, რომ აღნიშნული არჩევნები არის დიდი ნაბიჯი დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესში. „აღნიშნული არჩევნები იყო ქართული დემოკრატიის გამარჯვება, რაც დადასტურდა როგორც თავისუფალი საარჩევნო პროცესით, ასევე იმ ღია და გამჭირვალე საარჩევნო გარემოთი, რითიც ხასიათდებოდა მთელი ეს პერიოდი. სწორედ ამ მიმართულებებზე ვისაუბრეთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო დამკვირ​ვებლებითაც, რომლებიც ხანგრძლივი ვადით აკვირდებოდნენ არჩევნებს. შესაბამისად მათი შეფასებები ეხება არა მარტო ხმის მიცემის დღეს, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესს, წინასაარჩევნო პერიოდს. ეს არჩევნები იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის უმნიშვნელოვანესი და დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზაობა გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს საქართველოს მიმართ გამოხატული ინტერისისა და საარჩევნო პროცესების აქტიური მონიტორინგისათვის. მინისტრის მიერ აღინიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობამ ხელი შეუწყო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42