„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება" -ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 18:29, 09 Oct, 2016     4444
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა სადაც მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა,რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, რის საფუძველზეც ჩვენი ხელისუფლება მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მართვას. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში, რასაც ცხადყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მისიების შესაბამისი ანგარიშები და შეფასებები.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამომრჩეველს გამოხატული ნდობისთვის. აღვნიშნავთ, რომ ოცდასამმა კანდიდატმა, ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, პირველივე ტურში მოიგო არჩევნები. კანდიდატების უმრავლესობას დააკლდა ხმების მხოლოდ მცირე რაოდენობა იმისათვის, რომ მოეპოვებინა პირველივე ტურში გამარჯვება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ ყველა არჩევნებს, ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონტიტუციო უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც ვსაუბრობდით.

უშედეგოდ დასრულდა ნაც.მოძრაობის უსუსური მცდელობა, რომ გამოეწვია ხელოვნურად დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ, არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, მშვიდობიან გარემოში და სწორედ ასეთ ვითარებაში გამოხატა ჩვენმა ამომრჩეველმა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ამისათვის მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს”- განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42