,,არჩევნები უმეტესწილად კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა არჩევნები არ იყო იდეალური“ – IRI-ის სადამკვრივებლო მისია
პოლიტიკა - 14:23, 09 Oct, 2016     2315
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები ძირითადად წყნარ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდა.
IRI-ის ანგარიშში დღეს ჟურნალისტებს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა მარკ გრინმა გააცნო. ანგარიში 20 ჯგუფის დამკვირვებლისგან შემდგარი ჯგუფის მონაცემებს ეყრდნობა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, ქართველი ამომრჩევლის ნება ასახა.

„შიდა პოლიტიკური დაძაბულობისა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებული მუდმივი ზეწოლის გათვალისწინებით, მისასალმებელი იყო ქართველების მონაწილეობა ამ არჩევნებში როგორც ამომრჩევლებად, ასევე კანდიდატებად, პარტიების წარმომადგენლებად და საარჩევნო მოხელეებად. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი მიდგომა და ჩართულობა შენარჩუნდება მომდევნო კვირებშიც“, - განაცხადა მარკ გრინმა.

დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნები უმეტესწილად კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა არჩევნები არ იყო იდეალური.
„მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერი იყო პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ არჩევნებისთვის, მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ არჩევნების სრული პროცესი ჩაითვალოს წარმატებულად. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო დღეებში ამომრჩევლები და პოლიტიკური ლიდერები გააგრძელებენ მუშაობას მშვიდად და გაწონასწორებულად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გათვალისწინებით“, - განაცხადა მარკ გრინმა.

მისივე თქმთ, არჩევნების პერიოდში გამოჩნდა ხარვეზები, რომელიც უნდა გამოსწორდეს.

"8 ოქტომბერი პროცესის დასასრული არ არის, ეს არის დასაწყისი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ პერიოდში პოლიტიკური სპექტრი იქნება მშვიდი. IRI-ს სადამკვირვებლო მისია მეორე ტურებსაც დააკვირდება,"- განაცხადა გრინმა.

ბერი ჯექსონი კი ამბობს, რომ ხმის მიცემის პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების შესახებ.

"ჩვენ მოვისმინეთ, რომ იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. კონკრეტული ერთი პარტია ცესკოს გავლენის ქვეშ მოქცევას შეეცადა. პარტიები თავიანთ უფლებამოსილებებს ამეტებდნენ და გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლების ნებაზე. ამ დრომდე არ იცის ამომრჩეველმა ვინ გადალახა ბარიერი, გაიწელა პროცესი. ჩვენ ძალიან მოგვეწონა გამართული არჩევნები,"- განაცხადა ჯექსონმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42