წინასწარი მონაცემებით ხაშურში მეორე ტური გაიმართება. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ვალერი გელაშვილს, „თოფაძე- მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ აჯობა. ამის შესახებ ვალერი გელაშვილმა „ნიუპოსტის“ კორესპონდენტს თავად განუცხადა, ის ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მისი შტაბიდან ინფორმაციები გადიოდა, რაც აღნიშნული შედეგის მიზეზია.
“მეორე ტურში ის თემები, რაც აქამდე იყო გამორჩენილი, იმას მოვაგვარებთ, ამიტომ მეორე ტური მომგებიანია. ოფისი დასალაგებელი იყო, ამიტომ ინფორმაციები გადიოდა, სიმონ ნოზაძემ იცოდა ვინ მუშაობდნენ ჩემთან და იმათზე იმუშავა. სიმონ ნოზაძემ ოთხი, ხუთი თვით ადრე იმუშავა და თავისკენ წაიყვანა სიტუაცია. მეორე ტურში ტაქტიკას შევცვლი. პირველზე ეხლა გავიდა და მეორე ტურში ვნახოთ, შევეცდები რომ ეს ასე არ მოხდეს“-აცხადებს გელაშვილი.
რაც შეეხება სიმონ ნოზაძის პოზიციას, მისი თქმით ის მეორე ტურს ელოდებოდა.
„ამ შემთხვევაში შეჯამებული რაც არის, მხოლოდ ოთხი უბანი მოიგო ბატონმა ვალერიმ, უმნიშვნელო უპირატესობით და სამი უბანი მოიგო ბატონმა როინ მახარობლიძემ „ნაციონალების" კანდიდატმა, ყველა დანარჩენ უბანში ვლიდერობ მე. ჯერ არ არის გარკვეული ვალერი გელაშვილი გადის მეორე ადგილზე თუ როინ მახარობლიძე“-აცხადებს სიმონ ნოზაძე. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ის მედიასთან კომუნიკაციას ერიდება.
მასალის გამოყენების პირობები






