,,აქამდე თუ საკონტროლო პაკეტს ფლობდა ახლა სრული პრივატიზაცია მოახდინა.
ახლა საკითხავია საკონსტიტუციო უმრავლესობით პირველად რას გააკეთებს - მარგველაშვილს გადააყენებს თუ რუსთავი 2-ს დაიქვემდებარებს.
კიდევ ერთი წლის განმავლობაში - 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე კიდევ იქნება რაღაც პოლიტიკური ცხოვრების მსგავსი, ხოლო მერე პრაქტიკულად გაქრება საყოველთაო გალურჯების ფონზე.
საქართველო ჩამოყალიბდება თურქმენეთის ტიპის სახელმწიფოდ სადაც ნოუ-ჰაუდ იქნება არაფორმალური მმართველობა.
ნაციონალურმა მოძრაობა ყველაფერი გააკეთა რომ ეს არჩევნები შემთხვევით არ მოეგო და ყველაზე კრიტიულ სიტუაციაში აბსოლიტურად მარტო დარჩენილიყო ყოველგვარი პოლიტიკური მოკავშირის გარეშე.
აქამდე თუ ტრაკში ვიყავით - ახლა სწორ ნაწლავში ვართ ღრმად...
PS იქნება თუ არა პროტესტი? არ მგონია - საჭირო პირები საჭირო პოლიტიკურ ძალებში უკვე კონტროლდებიან ან გაკონტროლდებიან. ძვირიც არ ჯდება“ - წერს ხარატიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






