პროპორციულ არჩევნებში 38.35% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, 25.68% ენმ-მ, 6.53 % პატრიოტთა ალიანსმა. 5,89 % ლეიბორისტულმა პარტიამ, 4.72% მრეწველთა პარტიამ., 5,58 % თავისუფალმა დემოკრატებმა.
როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ვებგვერდზე სიმონ ნოზაძის შესახებ ვკითხულობთ:
სიმონ ნოზაძე 1982 წელს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ოპერრწმუნებულად ჩაირიცხა, მუშაობდა მინისტრის თანაშემწედ, კონტრდაზრერვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ და ა.შ. 1998-2001 წლებში იკავებდა უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობას და სამთავრობო დაცული და ღია კავშირების სამსახურებს კურირებდა. მინიჭებული აქვს გენერალ-მაიორის წოდება. ნოზაძის მიერ წარდგენილ რეზიუმეში ვკითხულობთ, რომ 2002 წლიდან 2013 წლის მარტამდე პენსიაზე იყო და ამ პერიოდში მუშაობდა კერძო უსაფრთხოების სამსახურში. 2013 წელს დაუბრუნდა საჯარო სამსახურს და მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სამსახურში, თუმცა 2014 წლის ნოემბრიდან გადავიდა კერძო დაცვის კომპანიაში გენერალურ დირექტორად. სიმონ ნოზაძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს ვებვერდზე არ იძებნება.
სიმონ ნოზაძე არის ორი კომპანიის – შპს „ატლანტი-უსაფრთხოების სამსახურის“ და შპს „ატლანტ ტ“-ს – დირექტორი და მეწილე. ის შპს „ქართული წითელი ღვინოების“ მფლობელიცაა (50%).
მასალის გამოყენების პირობები






