ქვეყნის პირველი პირი, მოსახლეობას მაღალი აქტივობის გამო მადლობას უხდის, პრეზიდენტმა დარღვევებზეც ისაუბრა და ინცინდენტების დროულ გამოძიებაზე გაამახვილა ყურადღება.
"მინდა მადლობა ვუთხრა, ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ძალიან აქტიურად მიიღო არჩევბებში მონაწილეობა. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ 2 თვის განმავლობაში საზოგადოებას მოვუწოდებდით აქტიურობისკენ და ის შედეგი რაც დაჯდა მონაწილეობის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
თითონ საარჩევნო გარემო - საარჩევნო პროცესი რომელიც დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში აქტიური საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა იყო მშვიდი, კონსტრუქციული რიგი გამონაკლისების გარეშე, რომელიც საერთო ფონს არ ართულებდა და საერთო სურათს არ ცვლიდა. არჩევნების დღემაც ასევე მშვიდად ჩაიარა. მოსახლეობის აქტიურობით და ფაქტიურად 1-2 გამონაკლისის გარდა, ჩვენს ქვეყანაში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდობიანად"- აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
პრეზიდენტმა იმ დაპირისპირებებს რასაც, ადგილი ჰქონდა არჩევნების მიმდინარეობისას სამწუხარო უწოდა და შესაბამის ორგანოებს მომხდარის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.
"სამწუხაროა რომ დათვლის პროცესში გამოჩნდა რამოდენიმე სერიოზული კანონდარღვევა, მათ შორის აგრესიული ქმედებები. ეს არის არამარტო სამწუხარო, არამედ ამ პროვოკაციულ შემთხვევებს დროული, ძალიან სწრაფი რეაგირება სჭირდება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები. ეს არჩევნები შეფასდება და ჩვენი ყველას მიზანია შეფასდეს, როგორც მაღალი დონის არჩევნები. ეს არჩევნები შეფასდება, როგორც 8 ოქტომბრით, ასევე 8 ოქტომბრის ექსცესებზე დროული რეაგირებით"- თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.
"წინასწარი შედეგებით, მოლოდინი არის რომ ძალიან ბევრგან მეორე ტურებია მოსალოდნელი და შესაბამისად ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიური იყოთ მეორე ტურებზეც, ამომრჩეველმა აჩვენოს თავისი ინტერესი და ჩართულობა ამ პროცესებში, როგორც ეს აჩვენა მოსახლეობამ 8 ოქტომბერს. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, რომ იმ დარღვევებზე, რომელიც განსაკუთრებულად დათვლის დროს განხორციელდა მოახდინონ პრინციპული და დროული რეაგირება და ყველამ ერთად არ დავიშუროთ ძალისხმევა იმისთვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხით და სტანდარტით ჩატარებული არჩევნებ"- აღნიშნა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






