ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას 09:00 სთ-ის მდგომარეობით არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები გააცნო. როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ნაწილში ინტენსიურად მიმდინარეობს ოქმების მონაცემების შეტანა,
„ამ ეტაპზე დამუშავებულია 1415 ოქმი, რომლის შედეგებიც უკვე ხელმისაწვდომია ცესკოს ვებ-გვერდზე (results.cec.gov.ge); თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, თქვენ ინდივიდუალურად შეგიძლიათ ნახოთ მაჟორიტარი კანდიდატების შედეგები.“
ცესკოს თავმჯდომარემ მედიას პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები 2345 (63.34%) უბნის მიხედვით გააცნო:
1.„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”-37458 (3.6 %)
2.პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”)-704 (0.07 %)
3.„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა”-34910 (3.36 %)
4.„ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი”-1288 (0.12 %)
5.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-277721 (26.7 %)
6.„უსუფაშვილი - რესპუბლიკელები”-15380 (1.48 %)
7.„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”-1783 (0.17 %)
8.„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”-50708 (4.88 %)
10.„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”-31630 (3.04 %)
11.„სახალხო ხელისუფლება”-649 (0.06 %)
12.„საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები” (ივანე წიკლაური)-994 (0.1 %)
14.„დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის”-2245 (0.22 %)
15.„მშრომელთა სოციალისტური პარტია”-400 (0.04 %)
16.„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია”-769 (0.07 %)
17.„საქართველო”-915 (0.09 %)
18.„ქართული იდეა”-1524 (0.15 %)
19.„თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”-8726 (0.84 %)
22.მერაბ კოსტავას საზოგადოება-530 (0.05 %)
23.„ჩვენები - სახალხო პარტია”-764 (0.07 %)
25.„კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი”-457 (0.04 %)
26.ეროვნული ფორუმი-6824 (0.66 %)
27.„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები”-42972 (4.13 %)
28.„ზვიადის გზა - უფლის სახელით”-811 (0.08 %)
30.„ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)-721 (0.07 %)
41.„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”-519243 (49.92 %)
მასალის გამოყენების პირობები






