საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადება ხმის დათვლის დროს გამოვლენილი ძალადობის ფაქტების შესახებ
პოლიტიკა - 10:43, 09 Oct, 2016     2181
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) შეშფოთებას გამოხატავს არჩევნების დათვლის ეტაპზე გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამო.

ამის შესახებ GDI-ის განცხადებაშია საუბარი

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) შეშფოთებას გამოხატავს არჩევნების დათვლის ეტაპზე გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამო. გავრცელებული ინფორმაციით და ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ დაარბიეს რამდენიმე საარჩევნო უბანი (მაგ: ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 2 საარჩევნო უბანი), სადაც კომისიის წევრთა განცხადებით მმართველი პოლიტიკური ძალა მარცხდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით ამავე უბანში, ძალადობისას, დაზიანებები მიიღეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასევე ბოლო საათში გავრცელებული ვიდეოჩანაწერები ადასტურებენ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და მათზე ფიზიკურ ძალადობას (ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია).

აღწერილი ფაქტები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს, რასაც დაუყოვნებლივ უნდა მოყვეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან რეაგირება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობისთვის აუცილებელია არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ კენჭისყრის ეტაპის მშვიდობიანად ჩატარება, არამედ კენჭისყრის შემდეგ ხმათა დათვლისა და არჩევნების შეჯამების პროცესის კანონშესაბამისად და მშვიდობიან გარემოში წარმართვა.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საკუთარი პოზიტიური ვალდებულების შესრულება და ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შეჯამების მშვიდობიან გარემოში კანონშესაბამისად წარმართვა, მოძალადეთა და სხვა სამართალდამრღვევთა მყისიერად პასუხისგებაში მიცემა და მსგავსი ძალადობის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42