სახალხო დამცველი კენჭისყრის დღის მიმდინარეობას აჯამებს
პოლიტიკა - 23:17, 08 Oct, 2016     1569

კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების დაცვას. კენჭისყრის პროცესმა დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ომბუდსმენი არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, გააცნობიერონ ამ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და ხელი შეუწყონ სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.

რაც შეეხება კენჭისყრის პროცესს, სახალხო დამცველის მონიტორებმა დააფიქსირეს ძალადობის ცალკეული ფაქტები. მათ შორის, განსაკუთრებულად მწვავე იყო მარნეულში, #48 უბანთან შექმნილი ვითარება, რომელსაც სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა. ამავდროულად, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 2 წარმომადგენლის ცემის ფაქტის შესწავლა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირება მსგავს ფაქტებზე.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მონიტორები დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ 919 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და გადაამოწმეს ცხელი ხაზის (14–81), მედიისა და არჩევნების პროცესში ჩართული სხვადასხვა აქტორების მხრიდან მიღებული ინფორმაცია, ასევე შეამოწმეს ცალკეული პროცედურების კანონშესაბამისობა. სახალხო დამცველის აპარატის მონიტორები იმყოფებოდნენ, მათ შორის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბნებზე: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 5 დაწესებულებასა და 1 სამკურნალო დაწესებულებაში. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა სამეგრელოს რეგიონის საზღვრისპირა სოფელ ხურჩასა და რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მონიტორინგი გაუწია კახეთის რეგიონში, უჯარმის საარჩევნო უბანში ჯარისკაცების მიერ ხმის მიცემის პროცედურას.

კენჭისყრის პროცედურების დარღვევათა დიდი ნაწილი განპირობებული იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არასაკმარისი მომზადებით. დილის 7 საათიდან გამოვლინდა ცალკეულ უბანზე ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების დროულად დაშვების პრობლემები (3). გამოიკვეთა საკონტროლო ფურცლების არასწორად შევსების (3), შემაჯამებელ ოქმზე წინასწარ ხელის მოწერის, საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის (12), კენჭისყრის ბიულეტენების დაგვიანებით მიწოდების (16), დამკვირვებლის უფლებების განხორციელების დროს შექმნილი დაბრკოლებების, საარჩევნო სუბიექტების მხრიდან აგიტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო უფლების სავარაუდო დარღვევისა (2) და სხვა შემთხვევები.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მონიტორინგს ხმის დათვლის, კენჭისყრის შედეგების შეჯამებისა და საჩივრების განხილვის პროცესზე. ომბუდსმენი დეტალურ ინფორმაციას გამოვლენილი დარღვევების თაობაზე სპეციალური ანგარიშის მეშვეობით წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42