„რესპუბლიკურ პარტიას“ უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ეგზიტპოლები გვიწინასწარმეტყველებენ - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 22:46, 08 Oct, 2016     2807

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი საპარლამენტო არცევნების ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ამას ეგზიტპოლები წინასწარმეტყველებენ:

„პირველ რიგში გისურვებთ მშიდობიან ღამეს და მშვიდობიან დილას. ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი ღამე და დილაა, ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 3 700-მდე საარჩევნო უბანში მიმდინარეობს ხმების დათვლა, ამ საქმით დაკავებულია ათასობით კომისიის წევრი, დამკვირვებელი და მე მინდა პირველ რიგში მათ მივმართო, ყველაფერი იღონონ, რომ აბსოლუტურად ადეკვატურად იყოს ასახული არჩევნების შედეგებში ის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, დაითვალოს ყველა ბიულეტენი, შეჯამდეს შედეგები, შედგეს ოქმები და ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მივიღოთ არჩევნების წინასწარი შედეგები. ამ მომენტამდე მე, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ეგზიტპოლები, სხვა ყველა მოვლენა, ეს არის შესაძლოა საინტრესო იმისთვის, რომ ვიფიქროთ რა ტენდენციებია, მაგრამ კონკრეტულ შედეგებზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოებისგან გვექნება მონაცემები.

ამიტომ დღეს მე არ და ვერ გავაკეთებ ვერანაირ პოლიტიკურ შეფასებას იმის თაობაზე, ვინ არის პარლამენტში, რა კომპოზიციის იქნება საკანონმდებლო ორგანო, რის გამო ხდება ის, რომ ვიღაცა შედის პარლამენტში, ვიღაცა ვერ შედის. ანსაერთოდ როგორ წარიმართა წინასაარჩევნო კამპანია, ამ ყველაფერზე მოგახსენებთ ხვალ, პოლიტიკურ პროცესებზე. დღეს მინდა შევეხო მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს და მინდა კიდევ ერთხელ, ყველა პოლიტიკოსს, ყველა პარტიას ვტხოვო, რომ საარცევნო საკითხებში დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა. დავიცვათ თითოეული ხმა, დავიცვათ ყველა პარტიის ხმა ტანაბრად. რესპუბლიკურ პარტიას აქვს უკეთესი შედეგები, ვიდრე ამას გვიწინასწარმეტყველებენ სხვადასხვა ეგზიტპოლები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42