"იმედის" და საზ. მაუწყებლის "ეგზიტპოლები" სრული სიცრუეა. და "ოცნების", ისევე როგორც ზურაბიშვილის "რეზულტატი" რომელიც მას საზმაუმ და "იმედმა" დაუწერეს.
ეს ტყუილია, რომ შექმნან შთაბეჭდილება, რომ ვითომ იგებენ, და შემდეგ ნამდვილი ხმების დათვლა გააყალბონ.
ეს არ გამოვა არანაირად, რადგან ყველა უბანზე ჩვენი წარმომადგენლები და დამკვირვებლები ამას არ დაუშვებენ.
ჩვენ არანაირ გაყალბებას არ დავუშვებთ და ყველა ხმას დავიცავთ.
"ოცნების" სპექტაკლი სასაცილოა და რეალურ შედეგს ვერ შეცვლის."- წერს ნიკა რურუა ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, TNS-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებით მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში 54%-ით დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, რომელსაც მხარდაჭერას "ქართული ოცნება" უცხადებს, მეორე ადგილზე კი ენმ-ს კანდიდატი ნიკა რურუაა 21.5%-ით.
მასალის გამოყენების პირობები






