ეგზიტპოლების პირველადი შედეგების გამქოვეყნების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრი ირინა ფრუიძე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, იგი არ ენდობა „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს და პარტიის რიგებში თვალყურს ადევნებენ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ცატარებულ ეგზიტპოლებს:
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა კეთილდღეობას, სწრაფ განვიტარებას და ბედნიერ მომავალს, ვულოცავ მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ ჩვენი მომავალი იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე იყო წარსული. ჩვენ ვუყურეთ იმ ეგზიტპოლს, რომელიც გამოაცხადა „იმედმა“ და სხვა ტელევიზიებმა. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შედეგი კიდევ უფრო ახლოს იქნება. არც მე და არც ჩვენი საზოაგდოება არ ენდობა „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებს“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






