„ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გადაინაცვლებს - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 20:21, 08 Oct, 2016     44998

არჩევნების დასრულების შემდეგ და ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდგომა პირველი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს ამომრჩეველთა 33%-ს, რომელმაც უარი განაცხადა ეგზიტპოლის კითხვაზე პასუხის გაცემაზე. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ეს 33% ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და სწორედ მათი მხარდაჭერით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გადაინაცვლებს:

„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მოვისმინეთ ეგზიტპოლის პირველადი შედეგები. განვლილი თვეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უმძიმესი საარჩევნო კამპანია, რომელიც ხასიათდებოდა ძალადობებით, აფეთქებებით, რომელიც ხასიათდებოდა სხვადასხვა ტიპის ბრალდებებით და მოსახლეობის დაშინებით. დღეს ჩვენ ვიხილეთ საარჩევნო დღე, სადაც გამოყენებული იქნა დარღვევების მთელი სპექტრი. მიუხედავად ყველა გამოყენებული რესურსისა, ჩვენ ვნახეთ, რომ არჩევნების პირველადი შედეგებითაც კი „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის მაქსიმალური მანდატი. ხმების 39 პროცენტი ამას ნიშნავს. შეგახსენებთ, 2012 წლის არჩევენბის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო არჩევნები და მიიღო ხმების 40%. 2012 წელს წაგებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო უფრო მეტი ხმა ქართველი ამომრჩევლისგან, ვიდრე სავარაუდოდ პირველ ადგილზე მყოფმა ქართულმა ოცნებამ. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის ფაქტორი, რომელმაც უარი განაცხადა ეგზიტპოლში მონაწილეობაზე. ამომრჩევლის 33%-მა უარი განაცხადა ეპასუხა ეგზიტპოლის შეკითხვისთვის. ეს არის სრულიად ბუნებრივი იმ პირობებში რომელიც შექმნა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისინი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან. სწორედ ამ ადამიანების ხმების ხარჯზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაიკავებს პირველ ადგილს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42