საარჩევნო პროცესისას დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა დავით ჯანდიერმა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში. ჯანდიერის განცხადებით, სენაკის ოლქში მეორე უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ დაკარგულია პროპორციული ბიულეტენები:
„სენაკის ოლქში მეორე უბანზე, გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ დაკარგულია პროპორციული ბიულეტენები, ეს არ არის პირველი შემთხვევა, მცხეთა-მთიანეთში სხვა მისამართზე რეგისტრირებული ამომრჩევლები მანქანით მიჰყავთ ბაზალეთზე ხმის მისაცემად, ვანში, მთის ძირის 23-ე საარჩევნო უბანზე, არასამტავრობო ორგანიზაციამ, „ახალი ტაობა დემოკრატიული არჩევნების“ ქარმომადგენელმა დააფიქსირა დამკვირვებელი, რომელსაც თან ჰქონდა ცარიელი ბიულეტენები. ამჯამად საჩივრის დაწერა მიმდინარეობს. გადასატანი ყუის სიაში დიდუბეში აღნიშნული მისამართი არ ემთხვევა კედლის სიის მისამართს, არ წერია პირადი ნომრები გადასატან სიაში“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






