1) ბათუმის #69.25 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს დახვდა ხელი მოწერილი საიში. იმავე უბანში ამომრჩეველი მივიდა და ხმა მისცა ხელის მოწერის გარეშე.
2) ბათუმის #69, 08 (საჩივარი) არასამთავრობო მანქანით გადაჰქონდათ ყუთი, სადაც იყო ‘’ქართული ოცნების’’ პლაკატები.
3) სენაკში #16 საარჩევნო უბანზე 2 ადამიანი შევიდა კაბინაში.
4) ხაშურში #6 უბანში რეგისტრირებულია 1312 ბიულეტენი, რომელიც არის ამომრჩეველთა რაოდენობაზე გაცილებით მეტი.
5) ლანჩხუთში #15- სპეც სიასთან დაკავშირებით მონაცემები დაგვიანებით შეიტანეს
6) ზუგდიდში 30 უბანი მოქალაქეს შეტანილი ჰქონდა 7 ბიულეტენი.
7) გორში 10-ე უბანზე აგიტაციას ეწეოდნენ ‘’ქართული ოცნების’’ წევრები, უბანზე წარმომადგენლები იყვნენ რეგისტრაციის გარეშე, უბანზე შენიშვნის მერე დარეისტრირდნენ.
ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ რევაზაშვილმა, რომელმაც ისაუბრა შშმ პირების უფლებების დარღვევაზე. მისი განმარტებით უკვე მერამდენე არჩევნებია ვერ ხერხდება საარჩევნოდ ხმის მიცემის პროცესში დაცული იყოს შშმ პირთა უფლებები. 2016 წლის არჩევნებზეც კი ვერ მოხერხდა იმ ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა, რომლებიც გაუმარტივებდა შეზღუდული შესაძლებლობების ადამინებს არჩევნებში მონაწილეობის პროცესს.
,,უკვე მერამდენე არჩევნებია ისევ და ისევ ვართ ვიღაცის დახმარების ობიექტები, შეურაცხყოფილები და არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ხმა მივცეთ ადამიანურ პირობებში. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, როდესაც შენი, როგორც მოქალაქის უფლებები, დარღვეულია. იგივე სიტუაცია არის ბათუმში და დარწმუნებული ვარ, სხვა რეგიონებშიც. იმედი მაქვს, რომ ეს ვითარება გამოსწორდება, მაგრამ როდის, არ ვიცი. ნუ დარჩებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სახლში, ნუ დაელოდებით საარჩევნო ყუთებს, გააქტიურდით და ხმა მიეცით თქვენს მომავალს, სწორედ ისეთ ქვეყანას, ისეთ სოციუმს, სადაც იქნებით რეაბილიტირებულები, სადაც საზოგადოება ჩვეულებრივ მოქალაქეებად და წევრებად მიგიღებთ“, - განაცხადა თინათინ რევაზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






