ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი, ყიზილაჯლოს 48-ე უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს. მისი თქმით აღნიშნულ უბანზე შედეგები გაყალბდა, ის ადამიანები კი ვინც ამ უბანთან არიან შეკრებილნი, ამ გაყალბების წინააღმდეგ გამოდიან. იმამკულიევის თქმით, გაყალბების წინააღმდეგ გამოდიან როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ასევე "სახელმწიფო ხალხისთვის" მხარდამჭერები.
„ქართული ოცნება დღეს ცრუობს, როგორც ოთხი წლის განმავლობაში ცრუობდა, ბატონი ბიძნა ივანიშვილი დაპირდა ამ ხალხს, რომ საქართველოში იქნებოდა მშვიდობა, მაგრამ მან საქართველოში არა მშვიდობა, არამედ გაყალბებული არჩევნები მოგვიტანა. კვირიკაშვილი კალაძე, რომლებიც ამბობდნენ რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა იმისათვის, რომ მოსახლეობას მშვიდობიანი არჩევნების საშუალება მიეცემოდა, დღეს ქართულ ოცნებას ერთადერთი გზა აქვს, რომ საქართველოში დამარცხება აღიაროს და თქვას, რომ დღეს გაიმარჯვა ხალხმა და საქართველომ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები






