„ისროდნენ ქვებს, იყენებდნენ ხელკეტებს, ჩვენი ინფორმაციით გატაცებულია საარჩევნო ყუთი და იგი უბანზე არ დაბრუნებულა. პოლიცია იყო ძალიან არაეფექტური და სამწუხაროდ ვერ მოახერხა პრევენცია ამ დარბევის. მათმა ნაწილმა უბანიც კი დატოვა. როგორც ჩანს ქართული ოცნება აგებს არჩევნებს და ეს ისტერია და ძალადობა გამოწვეულია იმით, რომ ისინი გრძნობენ და იციან წაგება. ამ ინციდენტებს წინ უძღოდა ქართული ოცნების კანდიდატის ვიზიტები ამ უბანზე და ჯანდარის უბანზე სადაც ის ემუქრებოდა გარეთ შეკრებილ ხალხს, რომ უბანს დაკეტავდა.“- განაცხადა გიორგი ტუღუშმა. მისი თქმით, დარბევის დროს პრობლემა შეექმნათ როგორც დამკვირვებლებს ასევე ჟურნალისტებსაც, რომლებიც იმ დროს როცა შენობას ქვებით უტევდნენ შენობაში იყვნენ.
გიორგი ტუღუში სამართალდამცავებს რეაგირებისკენ და ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






