„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 70-მდე წვრილი და მეტნაკლებად სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა
პოლიტიკა - 17:56, 08 Oct, 2016     1100

მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების შესახებ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მორიგ განცხადებს აქვეყნებს, რომელიც 12:00 - 16:00 საათის მონაცემებს მოიცავს.

ორგანიზაციის „ წარმომადგენლებმა დღის განმავლობაში 9 საჩივარი დაწერეს, ხოლო ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ 70-მდე წვრილი და მეტნაკლებად სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა.

"ჩვენი დაკვირვებით ამ ეტაპზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 70-მდე წვრილი და მეტნაკლებად სერიოზული დარღვევა. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ მიერ დაიწერა 9 საჩივარი. 12:00 საათის შემდეგ სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • ზუგდიდის 65.67 საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე მოხდა ფიზიკური დაპირისპერება. ცნობისათვის ეს ის უბანია, რომელიც 45 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგანაც კენჭისყრის ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა დროულად არ იყო უბანზე მიტანილი;

  • ზუგდიდის 65.67 ოლქის 31-ე უბანზე 12:00 საათზე არ დაითვალეს გაცემული ბიულეტენების რაოდენობა და არ შეავსეს სადემონსტრაციო ოქმი;

  • ლაგოდეხის 26.15 ოლქის მე-4 უბანზე აღმოჩნდა დუშეთის ოლქის მაჟორიტარული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტების გარკვეული რაოდენობა, რომელთა მეშვეობითაც რამდენიმე ამომრჩეველმა მისცა ხმა;

  • საგარეჯოს 23.11 ოლქის 38-ე, 39-ე, 44-ე და 48-ე უბნებზე კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცედურული შეფერხებებით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გამოირჩევიან დაბალი კვალიფიკაციითა და ქართული ენის არცოდნით, რაც დაძაბულობას ზრდის უბნებზე;

  • ნინოწმინდის 46.41 ოლქის მე-2 უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ძალის გამოყენებით წაართვა ბიულეტენი, შემოხაზა სასურველი ნომერი და ცდილობდა ყუთში ჩაგდებას, რაც საბოლოო ჯამში ვერ მოახერხა;

  • ქარელის 40.33 ოლქის 36-ე უბნის, ასევე, ბათუმის 69.79 ოლქის მე-8 უბანზე ამომრჩეველმა ერთზე მეტი კონვერტით მისცა ხმა;

  • ქარელის 40.33 ოლქის 23-ე უბანზე კომისიამ ერთ ამომრჩეველს მარკირების გარეშე მიაცემინა ხმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 400 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 52 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს კიდევ ერთ პრესკონფერენციას გამართავს 20:30-ზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 9 ოქტომბერს 12:00-ზე წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებით განცხადებებიც" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42