„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მათი მონაცემებით მეცხრე მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება:
„ვისურვებდი, რომ ყველას ეყოფა კეთილგონიერება, თუ იქნება რაიმე პრობლემა არჩევნების განმავლობაში, პრობლემების მოგვარება მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - ეს არი საჩივარი, მისი განხილვა კომისიებში, მისი განხილვა სასამართლოებში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გავლას. დღევანდელი მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, უფრო მაღალია ვიდრე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, უახლოვდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემებს. აქტივობა არის საათებზე თანაბრად გადანაწილებული. გვაქვს იმედი რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. დიდ მადლობას მოვახსენებთ ყველას და ველით ყველა მოქალაქეს, ამის შემდეგ არის სრული გარანტია იმისა, რომ ყველას ხმა იქნება დაცული და კომისიები იმუშავებენ გამართულად. ჩვენი მონაცემებით საქართველოს პარლამენტი იქნება მრავალპარტიული“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






