,,თავისუფალი დემოკრატები“ ბიულეტებენში შეცდომებსა და ე.წ.კარუსელის დატრიალების მცდელობაზე საუბრობენ
პოლიტიკა - 14:51, 08 Oct, 2016     1231
,,ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატები“ დარღვევების შესახებ უკვე მეორედ გამართულ ბრიფინგზე საუბრობენ. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი საუბრობს იმ ახალი დარღვევების შესახებ, რომელიც ,,თავისუფალი დემოკრატების“ წამომადგენლება ცენტრალურ შტაბს საარჩევნო უბნებიდან მიაწოდეს. კერძოდ საუბარია როგორც ბიულეტენებში არსებულ შეცდომებზე, ასევე ბათუმში ერთ-ერთი საარჩევნო უბანიდან ბიულეტენების გამოტანაზე, რაც არის კარუსელის დატრიალების მცდელობა.

‘’11:00 საათზე ლაგოდეხში (#26 ოლქში) , #2 უბანზე, სადაც გამგებელი ეწევა აგიტაციას, ასევე 11:00 საათზე კვლავ ლაგოდეხში (#26 ოლქში ) #5 უბანზე ჯემალ კუსიანი ეწევა აგიტაციას ოცნების სასარგებლოდ. 10:00 საათი- ლაგოდეხი (#26 ოლქში ) მე-9 უბანზე, სოფ. თელა 5 მოქალაქე არ არის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული, რის შესახებაც საჩივარი უკვე დაწერილია.

სერიოზულ დარღვევაა ის, რომ 12: 30 საათზე, ლაგოდეხის რაიონში #15 ოლქის, მე-26 უბანში, სოფ. მაწიმში, ბიულეტენში 27 ნომრის გასწვივ ,,თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის ვახტანგ მჭედლიძის ნაცვლად მითითებულია მალხაზ დავითაშვილი. ასეთი ბიულეტენი აღმოჩნდა 38 ცალი.

ბაღდათი (#51 ოქლში) #მე-3 უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემა ხელმოწერის გარეშე (საჩივარი)

10:00 – 11:00 საათი, #30-ე უბანზე რუსთავი (#30 ოლქი) ხმა მისცეს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით, პ/მ გარეშე

10: 46 საათი - #8 უბანში ისანი (#9 ოლქი) საარჩევნო კაბინაში იპოვეს ბეჭდაუსმელი ბიულეტენი, რომელზეც შემოხაზული იყო ნომერი 14 (საჩივარი)

10:00 საათი- დიდუბე (#15 ოქლი) მე-14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ქაღალდზე არ დააფიქსირეს დრო და ამის გამო გახსნეს ყუთი. ხმის მიცემის პროცედურა ამჟამად აღდგენილია, თუმცა საეჭვოა ზოგადად უბნის შედეგებისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი.

11:41 საათი გლდანში (#22 ოლქი), #86 უბანზე, აღმოჩენილია დარღვევა- გაცემულია ერთით მეტი პროპორციული ბიულეტენი. საფრთხეა კარუსელის დატრიალების.

ქობულეთში (#71 ოლქი) #10 უბანზე არის 2 შესასვლელი კარები და ერთი არ იყო დალუქული. (საჩივარი)

12: 30 საათი, ლაგოდეხის რაიონში #15 ოლქის, მე-26 უბანი, სოფ. მაწიმი, ბიულეტენში 27 ნომრის გასწვივ ვახტანგ მჭედლიძლის ნაცვლად მითითებულია მალხაზ დავითაშვილი. ასეთი ბიულეტენი აღმოჩნდა 38 ცალი.

12:00 საათზე - კენჭისყრა შეაჩერეს საბურთალოზე (# 5 ოქლი) # 6 უბანზე და ხმები გადათვალეს. რაც არის კენჭისყრის პროცედურების შეჩერება და წარმოადგენს კანონის გადაცდომას.

#38 ოლქის თიანეთი- დუშეთი- ყაზბეგის ბიულეტენები აღმოჩნდა #26 ლაგოდეხის მაჟორიტარულ საარჩევნო უბანზე #26.15.04

#69.79.74 ბათუმის საარჩევნო უბანზე ჩვენი წარმომადგენლების მიერ აღკვეთილ იქნა ბიულეტენების გამოტანა უბნიდან, რაც მიუთითებს კარუსელის დატრიალების მცდელობაზე.

ხონში ოქლში #14 უბანზე 5-დან 2 ადამიანი არ აკეთებდა მარკირებას. (დარღვევა აღმოიფხვრა)

ხელვაჩაურის 72# მაჟორიტარულ ოლქის # 30 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირევბელმა აღკვეთა მარკირებული ადამიანის შესვლა საარჩევნო უბანზე’’, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა საარჩევნო უბნებზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42