კაკალაშვილის განცხადებით, ეს არის გაყალბების მცდელობა, რადგან ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ ამ ოლქში არჩევნებს ყოველთვის ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იგებს.
,,ასეთი 39 ბიულეტინია უკვე ჩაყრილი, მაქვს ეჭვი, რომ გაყალბებული ბიულეტინები შემოიტანეს საარჩევნო უბნებზე, ერთ-ერთი ჩვენი მხარდამჭერი გამოვიდა და გამოიტანა ეს ფოტო, სადაც ჩემი სახელი, გვარი და ნომერი საერთოდ არ წერია, მე უკვე მივმართე ,,ცესკოს“ და სარჩელიც დავწერე, მათ ამ უბანზე არჩევნების გაყალბება და ჩაშლა უნდათ.“- განაცხადა კაკალაშვილმა.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე ბიულეტენში არ იყო აღნიშნული ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი, ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა. მათი თქმით, სავარაუდოდ, როდესაც სტამბაში მოხდა ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა დაფიქსირდა შეცდომა და ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები.
„ასეთი იყო სულ 2 ბლოკნოტი. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია, თუმცა იმ ბიულეტენების შესახებ, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და გამოიყენეს ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს და მიიღებს კანონით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას.“- განაცხადეს ცესკოში.
მასალის გამოყენების პირობები






